ახალი ამბები

2024 წლიდან ტრანსპორტისთვის ზამთრის საბურავები სავალდებულო გახდა 

1 იანვარი, 2024 • 3347
2024 წლიდან ტრანსპორტისთვის ზამთრის საბურავები სავალდებულო გახდა 

2024 წლის პირველი იანვრიდან ძალაში შევიდა კანონი, რომელიც საქართველოში სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით აღჭურვის ვალდებულებას ითვალისწინებს.

ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულო იქნება პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე პერიოდში, საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ გზის სხვადასხვა მონაკვეთებზე. თუმცა, კანონში ასევე აღნიშნულია, რომ „განსაკუთრებულ შემთხვევაში, მეტეოროლოგიური პირობების გათვალისწინებით, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით შეიძლება განისაზღვროს აღნიშნული პერიოდისგან განსხვავებული პერიოდიც“.

ზამთრის საბურავების გარდა, მეტეოროლოგიური პირობების გათვალისწინებით, პოლიციამ შესაძლოა დააწესოს სატრანსპორტო საშუალების არანაკლებ წამყვან თვლებზე მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვის დამაგრების ვალდებულება.

ზამთრის საბურავისა და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვის მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, პირი დაჯარიმდება 100 ლარით და მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა რაოდენობა შეუმცირდება 5 ქულით.

ნახეთ გზების იმ მონაკვეთების ჩამონათვალი, სადაც ზამთრის პერიოდში სავალდებულოა ზამთრის საბურავებით ან მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით გადაადგილება:

გზების ჩამონათვალი, სადაც I ინვრიდან სავალდებულოა ზამთრის საბურავები

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი