ახალი ამბები

გზების ჩამონათვალი, სადაც I ინვრიდან სავალდებულია ზამთრის საბურავები

29 დეკემბერი, 2023 • 39181
გზების ჩამონათვალი, სადაც I ინვრიდან სავალდებულია ზამთრის საბურავები

ცნობილია იმ გზების მონაკვეთების ჩამონათვალი, სადაც ზამთრის პერიოდში სავალდებულოა ზამთრის საბურავებით ან მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით გადაადგილება.

2024 წლის 1 იანვრიდან ძალაში შედის კანონი, რომელიც სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით აღჭურვის ვალდებულებას ითვალისწინებს. ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულო იქნება პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე პერიოდში, საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ გზის შემდეგ მონაკვეთებზე:

ზამთრის საბურავების გარდა, მეტეოროლოგიური პირობების გათვალისწინებით, პოლიციის მიერ შესაძლოა დაწესდეს სატრანსპორტო საშუალების არანაკლებ წამყვან თვლებზე მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვის დამაგრების მოთხოვნა.

ზამთრის საბურავისა და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვის მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, პირი დაჯარიმდება 100 ლარით და მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა რაოდენობა შეუმცირდება 5 ქულით.

https://batumelebi.netgazeti.ge/news/509975/

 

მასალების გადაბეჭდვის წესი