France 24-სთან ინტერვიუში სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში [ОДКБ] სომხეთის წევრობის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ “სომხეთმა, პრაქტიკულად, გაყინა საკუთარი მონაწილეობა” ორგანიზაციაში.
„კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია“ (ОДКБ) ევრაზიაში NATO-ს მსგავსი, რუსეთის მიერ დომინირებული სამხედრო ბლოკია, რომლის მიზანიც წევრი სახელმწიფოების უსაფრთხოების დაცვაა.
ყარაბაღის 2020 წლის ომიდან დღემდე სომხეთის ოფიციალურ პირებს არაერთხელ გაუკეთებიათ განცახდება ორგანიზაციის სომხეთისთვის არაეფექტურობის შესახებ. შესაბამისად, დღემდე სომხეთში ОДКБ-ს წევრობის შენარჩუნების საკითხი პოლიტიკური დისკურსის მთავარ თემად რჩება.
ფაშინიანის განცხადებითვე, “ОДКБ-მ არ შეასრულა საკუთარი ვალდებულება სომხეთის მიმართ უსაფრთხოების საკითხში”.
სომხეთის პრემიერმა ამის მაგალითად კვლავ მოიყვანა 2021 და 2022 წლები და ყარაბაღის საკითხი.
ამასთან, კითხვაზე სომხეთში რუსული სამხედრო ბაზის შესახებ, ფაშინიანმა უპასუხა, რომ აღნიშნული ბაზა ОДКБ-ს ფარგლებში არ იმყოფება.
ამავე თემაზე:
სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარემ ОДКБ-ს სხდომაში მონაწილეობაზე უარი თქვა
ფაშინიანი აცხადებს, რომ ОДКБ-ს სხდომაზე მონაწილეობას არ მიიღებს