ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ფაშინიანი აცხადებს, რომ ОДКБ-ს სხდომაზე მონაწილეობას არ მიიღებს

14 ნოემბერი, 2023 • 1464
ფაშინიანი აცხადებს, რომ ОДКБ-ს სხდომაზე მონაწილეობას არ მიიღებს

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ ვერ დაესწრება მინსკში 23 ნოემბერს დაგეგმილ სხდომას, რომელიც კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის (ОДКБ) ფარგლებში უნდა გაიმართოს.

„კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია“ (ОДКБ) ევრაზიაში NATO-ს მსგავსი, რუსეთის მიერ დომინირებული სამხედრო ბლოკია, რომლის მიზანიც წევრი სახელმწიფოების უსაფრთხოების დაცვაა.

სომხური მხარის ოფიციალური ცნობითვე, ნიკოლ ფაშინიანმა სატელეფონო საუბარში ბელარუსის პრეზიდენტთან, რომელიც ალექსანდრ ლუკაშენკას ინიციატივით შედგა, პირადად ამცნო მას, რომ სხდომაში მონაწილეობას ვერ მიიღებს.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც სომხეთი უარს ამბობს კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის სწავლებებში მონაწილეობაზე. ყარაბაღის 2020 წლის ომიდან დღემდე სომხეთის ოფიციალურ პირებს არაერთხელ გაუკეთებიათ განცახდება სომხეთისთვის ორგანიზაციის არაეფექტურობაზე. შესაბამისად, დღემდე სომხეთში ОДКБ-ს წევრობის შენარჩუნების საკითხი პოლიტიკური დისკურსის მთავარ თემად რჩება.

ОДКБ-ს კრიზისი სომხეთში

მასალების გადაბეჭდვის წესი