ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სომხეთი ОДКБ-ს წვრთნებში მონაწილეობაზე უარს ამბობს

27 ივლისი, 2023 • 1558
სომხეთი ОДКБ-ს წვრთნებში მონაწილეობაზე უარს ამბობს

Azatutyun.am-ის ცნობით,  კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის, ОДКБ-ს ქვეყნების მაშველთა სპეციალურ წვრთნებში “კლდე – 2023”, რომელიც 1-6 სექტემბერს უნდა გაიმართოს ბელარუსში, სომხეთი მონაწილებას არ მიიღებს.

„კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია“ (ОДКБ) ევრაზიაში NATO-ს მსგავსი, რუსეთის მიერ დომინირებული სამხედრო ბლოკია, რომლის მიზანიც წევრი სახელმწიფოების უსაფრთხოების დაცვაა.

მიზეზად, სომხურმა მხარემ შსს-ს სამაშველო სამსახურის თანამშრომელთა “პროფესიული გადატვირთულობა დაასახლა”.

ოფიციალური ცნობით, სწავლების თემა რადიაციული ავარიის შედეგების ლიკვიდაციაა.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც სომხეთი უარს ამბობს კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის სწავლებებში მონაწილეობაზე. ყარაბაღის 2020 წლის ომიდან დღემდე სომხეთის ოფიციალურ პირებს არაერთხელ გაუკეთებიათ განცახდება სომხეთისთვის ორგანიზაციის არაეფექტურობაზე. შესაბამისად, დღემდე სომხეთში ОДКБ-ს წევრობის შენარჩუნების საკითხი პოლიტიკური დისკურსის მთავარ თემად რჩება.

ОДКБ-ს კრიზისი სომხეთში

მასალების გადაბეჭდვის წესი