ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სომხეთი უარს ამბობს ОДКБ-ს წვრთნების სომხეთში ჩატარებაზე

10 იანვარი, 2023 • 1371
სომხეთი უარს ამბობს ОДКБ-ს წვრთნების სომხეთში ჩატარებაზე

სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის დღევანდელი, 10 იანვრის პრესკონფერენციაზე გაკეთებული განცხადებით, 2023 წელს ერევანი მიზანშეუწონლად მიიჩნევს ОДКБ-ს  [კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაცია] სწავლებების ჩატარებას სომხეთის ტერიტორიაზე, რის შესახებაც, მისივე თქმით, უკვე აცნობა ორგანიზაციის წევრებს.

„კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია“ (ОДКБ) ევრაზიაში NATO-ს მსგავსი, რუსეთის მიერ დომინირებული სამხედრო ბლოკია, რომლის მიზანიც წევრი სახელმწიფოების უსაფრთხოების დაცვაა.

დამატებითი კომენტარი ამ საკითხთან დაკავშირებით, ფაშინიანს არ გაუკეთებია

იქამდე, როგორც გამოცემა meduza წერს, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე განთავსდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სომხეთის ტერიტორიაზე  2023 წელს ОДКБ-ს სამშვიდობო კონტინგენტების ერთობლივი წვრთნები გაიმართებოდა.

სომხეთში ОДКБ-ს წევრობის შენარჩუნების საკითხი პოლიტიკური დისკურსის მთავარ თემად რჩება.

ОДКБ-ს კრიზისი სომხეთში

მასალების გადაბეჭდვის წესი

საქართველოში აპირებდნენ კანონის მიღებას „აგენტების“ შესახებ.
მსგავსმა კანონმა პუტინის რუსეთში ფაქტობრივად გააქრო კრიტიკული მედია.
ამ კანონის მიზანი იყო საქართველოში მოქმედი იმ მედია ორგანიზაციების “გაშავება”, რომლებიც აკრიტიკებენ ხელისუფლებას.