ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სომხეთში სამიტის პარალელურად ОДКБ-დან გამოსვლას ითხოვენ

23 ნოემბერი, 2022 • 1534
სომხეთში სამიტის პარალელურად ОДКБ-დან გამოსვლას ითხოვენ

სომხეთის დედაქალაქ ერევანში კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (რუს. ОДКБ) სამიტი პროტესტის ფონზე იმართება.

გუშინ ღამით ერევნისთვის შედარებით მცირე საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ორგანიზაციიდან ქვეყნის გამოსვლა მოითხოვეს.

სამიტზე დასასწრებად რუსეთის ფედერაციას საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ჩავიდა. სამიტს დაესწრება რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინიც.

ორგანიზაცია, რომლის წესდების თანახმადაც ერთ წევრზე თავდასხმა ყველა სხვა წევრზე თავდასხმად აღიქმება, სომხეთთან ერთად აერთიანებს რუსეთს, ბელარუსს, ყაზახეთს, ტაჯიკეთსა და ყირგიზეთს.

მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად სომხეთმა  არაერთხელ მიმართა ორგანიზაციას, რეაგირება მოეხდინა სომხეთ-აზერბაიჯანის შეიარაღებული კონფლიქტისას, სომხური მხარის თანახმად, ОДКБ ნეიტრალობას ინარჩუნებს სომხური ტერიტორიების ოკუპაციაზე.

ეს ფაქტი სომხეთში მოსახლეობის ნაწილის გაღიზიანებას იწვევს, რის გამოც ორგანიზაციის დატოვებას ითხოვენ.

ОДКБ-ს კიდევ ორი წევრი, ტაჯიკეთი და ყირგიზეთი პერიოდულად ერთვებიან ერთმანეთის წინააღმდეგ შეიარაღებულ სასაზღვრო დაპირისპირებებში, რაც ათობით დაღუპულითა და დაშავებულით სრულდება.

ОДКБ – ნატოს რუსული ალტერნატივა, რომელიც არ მუშაობს

მასალების გადაბეჭდვის წესი