„ქართული ოცნების“ წევრი ნინო წილოსანი პარლამენტის ვიცე-სპიკერად აირჩიეს.
წილოსანმა ამ თანამდებობაზე ირაკლი ჩიქოვანი ჩაანაცვლა, რომელიც თავდაცვის მინისტრად დაინიშნა.
აქამდე ნინო წილოსანი პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე იყო. წილოსანი ასევე ხელმძღვანელობს გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედ საპარლამენტო საბჭოს. ის, როგორც გენდერული თანასწორობის საბჭოს ხელმძღვანელი, არაერთხელ გამხდარა კრიტიკის ობიექტი ქალთა უფლებების დარღვევაზე არასათანადო რეაგირების გამო.