ახალი ამბები

“საქართველოს მარნების ხმა ევროკავშირს” — მეღვინეები EU-ს ელჩს მიმართავენ

4 დეკემბერი, 2023 • 1099
“საქართველოს მარნების ხმა ევროკავშირს” — მეღვინეები EU-ს ელჩს მიმართავენ

საქართველოს მარნების წარმომადგენლები ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის მიმართავენ. ისინი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობას უსვამენ ხაზს და ევროგაერთიანებას სთხოვენ, საკითხი დადებითად გადაწყვიტოს.

მეღვინეთა თქმით, ათწლეულების მანძილზე საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობა “სავალალოდ იყო დამოკიდებული რუსეთის დიდ, არასტაბილურ და დაბალი სამომხმარებლო კულტურის ბაზარზე”.

“ამ კონიუნქტურის გავლენით ქართული ღვინო ყალიბდებოდა დაბალი ხარისხის, იაფფასიან პროდუქტად, რაც, ცხადია, ყოველგვარ პერსპექტივას უზღუდავდა მას, ღირსეულად წარდგენილიყო ღვინის მაღალი კულტურით გამორჩეული ქვეყნების წინაშე”, — აღნიშნავენ ისინი.

მათივე სიტყვებით, რუსული ემბარგოს შემდეგ სახელმწიფომ ბუნებრივად დაიწყო ზრუნვა ქართული ღვინის, როგორც ბრენდის რეფორმაზე, რაც ამ პროდუქტს ევროპის ქალაქებში ადგილის დამკვიდრებაში დაეხმარა.

“ამ საქმეში კი ჩვენ გვერდით იდგნენ ღვინის ევროპელი პროფესიონალები, გავლენიანი მედია, ევროპული ორგანიზაციები და ფონდები. სწორედ მათმა მხარდაჭერამ ახალი სული შთაბერა საქართველოს მევენახეობის რეგიონებში მეღვინეობის უძველესი ტრადიციების გაცოცხლებას.

განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ მიკრო და მცირე მეწარმეებს, ვისაც მანამდე შეზღუდული ჰქონდა ფინანსებზე წვდომა, ევროპული ფონდების დახმარებით მიეცათ შესაძლებლობა, მამა-პაპათა საქმიანობისთვის ეკონომიკური ღირებულება მიენიჭებინათ.

ტრადიციული ღვინის შექმნაში დაოსტატებულმა არაერთმა ოჯახმა საქართველოს პატარა სოფლებიდან წარმატებით გამოიყენა ეს შესაძლებლობა და მათმა ქვევრის ღვინომ ღირსეული ადგილი დაიმკვიდრა ევროპის სხვადასხვა ქალაქში არაერთი მაღალი კლასის რესტორნისა თუ სასტუმროს ღვინის ბარათში, აღიარება მოიპოვა პროფესიულ საზოგადოებაში ღვინის საერთაშორისო კონკურსებზე.

ასე გავაცანით მსოფლიოს ქართული ვაზის ბიომრავალფეროვნება, ღვინის რეგიონები, ქარვისფერი ღვინის უნიკალური სტილი და სპეციფიკური ტერუარები დასავლეთ თუ აღმოსავლეთ საქართველოდან”, — დასძენენ მეღვინეები.

განცხადების ხელმომწერთა სიტყვებით, ახლა ქართული ღვინო ახალი იდენტობის ძიებისა და განვითარების რთულ, გარდამტეხ საფეხურზე გადასვლის პროცესშია, რისთვისაც მას რუსულ ბაზარზე დამოკიდებულების თანმიმდევრული შემცირება სჭირდება.

მეღვინეები ასევე უსვამენ ხაზს მიკრო, მცირე და საშუალო მოთამაშეებისთვის ფინანსებზე თანაბარი წვდომის, ხარისხიანი განათლებისა და კოოპერაციული კულტურის გამომუშავების მნიშვნელობას.

“ჩვენი თხოვნაა, მიიღოთ საქართველოსთვის ესოდენ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, რომ როგორც საქართველოს უახლეს ისტორიაში ქართულმა ღვინომ გაიკვალა გზა თავის ბუნებრივ ეკოსისტემაში – ევროპაში, სწორედ ასე დაიმკვიდროს დამოუკიდებელმა საქართველომ, როგორც სახელმწიფომ თავისი ადგილი თავისუფალი სამყაროს ევროპულ ოჯახში”, — ამბობენ ისინი.

ნახეთ ხელმომწერთა ჩამონათვალი

  1. ავალიშვილი შმაგი, ავალიშვილის მარანი;
  2. აივაზიანი გიორგი, „მანავი ვაინს“;

  3. ალადაშვილი ქეთევან, „ქეთევაინ“;

  4. ალიაშვილი გიორგი, ღვინის სახლი გურჯაანი;

  5. ანთაძე ნიკოლოზ, ანთაძეების მეღვინეობა;

  6. ასათიანი ზვიად, Asatiani’s Marani

  7. ასლანიშვილი ბექა, მარანი „ნები“;

  8. ახალაური ვანო, მეტრეველი-ახალაურის მარანი;

  9. ახობაძე მერაბ, მარანი “წიქარე“;

  10. ბარნოვი ანდრო, „ღვინის ოსტატები“;

  11. ბაწაშვილი ილია, ბაწაშვილის მარანი;

  12. ბერიაშვილი ნიკოლოზ, ნიაბის მარანი;

  13. ბერიშვილი ქეთევან, GOGO Wine;

  14. ბიტარიშვილი იაგო, იაგოს ღვინო;

  15. ბიძინაშვილი თამარ, კორტავების მარანი;

  16. ბოლოთაშვილი დიანა, ნიკა ვაჩეიშვილის მარანი;

  17. ბოჭორიშვილი შორენა, „ღვენახე“;

  18. ბუაძე სანდრო, Bua Wines    ;

  19. ბუხაიძე ელენე, Vintners and Vagabonds;

  20. გაგუა ზაზა, მარტვილის მარანი;

  21. გარსევანიშვილი ნიკოლოზ, Akhmetian Wine House;

  22. გაჩეჩილაძე ნათია, “ღვინის კლუბი”

  23. გეთიაშვილი ანი, ნატურალური ღვინის ჰაბი;

  24. გეთიაშვილი რეზო, ვაჟა გეთიაშვილის მარანი;

  25. გერლიანი თამარ, მეღვინეობა მალატი;

  26. გზირიშვილი ეთერ, თედოს მარანი;

  27. გზირიშვილი თამარ, თედოს მარანი;

  28. გოდაბრელიძე ანა, „ანემო“;

  29. გოშაძე ია, Ia’s Family Wines;

  30. გოცაძე ბექა, გოცას მარანი;

  31. გრემელაშვილი დავით, „ღვინო ქართლისა“;

  32. გუნიავა არჩილ, არჩილ გუნიავას მარანი;

  33. გუნიავა ვახტანგ, არჩილ გუნიავას მარანი;

  34. გუნიავა მარიან, მარიამ გუნიავას მარანი;

  35. გუნიავა ნინო, არჩილ გუნიავას მარანი;

  36. გურგენაშვილი თამარ, „თამარინი“;

  37. გურული ლაშა, მარანი „ენკენი“;

  38. დავითაია ირაკლი, „დორემი“

  39. დარგუაშვილი ხატია, მარანი „ანაპეა“;

  40. დვალი ნესტან, კერესელიძეების მარანი;

  41. დვალიშვილი გიორგი, გოგი დვალიშვილის მარანი;

  42. დვალიშვილი თენგიზ, TD Winery – თენგიზ დვალიშვილის მეღვინეობა;

  43. დიღმელაშვილი თამარ, თამარის ღვინო;

  44. დოლიძე მიხეილ, „კასრელი“;

  45. ედიბერიძე მერაბ, მერაბ ედიბერიძის მარანი;

  46. ვარდიაშვილი ნოდარ, ნოდარ ვარდიაშვილის საოჯახო ბიო მარანი;

  47. ვაჩეიშვილი ნიკა, ნიკა ვაჩეიშვილის მარანი;

  48. ვეფხვაძე ამირან, ამირან ვეფხვაძის მარანი;

  49. ვიბლიანი დავით, საოჯახო მეღვინეობა Vibliani;

  50. ვოლსკი გიორგი, ანდრიას ღვინო;

  51. ზაქარაია მაია, „ამალი“;

  52. ზირაქაშვილი რობინზონ, რობის მარანი;

  53. თვალოძე გრიგოლ, მარტვილის მარანი;

  54. თოდაძე ეკა, „ისევ ყვარელი“;

  55. თოთლაძე ნიკოლოზ, „2 ქვევრი“;

  56. თოფურია კონსტანტინე, იორა – მარანი და დისტილერია;

  57. თოფურია ირაკლი, „მათრობელა ვაინზ“;

  58. იმედაშვილი ანა, Akhmetian Wine House;

  59. იოსებაშვილი მირიან, მირიანის მარანი;

  60. იოსებიძე მარიამ, „ვინონო“;

  61. კაკიაშვილი-რუაძე მარინა, ექიმის ბიო-მარანი;

  62. კასრელიშვილი ვაჟა, „გებრალე“ – საოჯახო მეღვინეობა;

  63. კაციტაძე თეონა, Ia’s Family Wines;

  64. კაციტაძე ლევან, Ia’s Family Wines;

  65. კაციტაძე მაია, მარანი „საჩინო“;

  66. კევლიშვილი უშანგი, „ბიო-ფერმერები“;

  67. კვირიაშვილი ზურაბ, ზურაბ კვირიაშვილის ვენახები;

  68. კიკვაძე მამია, სამთავისის მარანი;

  69. კირკიტაძე გიორგი, We are Ghvino / K&K Natural Wines;

  70. კობეშავიძე დიმიტრი, ასურეთის ღვინის მარანი;

  71. კობიძე დავით, Kobidze’s Marani / Dato’s Wine;

  72. კოღუაშვილი შალვა, ახმეტის ღვინის სახლი;

  73. კოჭლამაზაშვილი რატი, მარანი „ითაბანი“;

  74. კურტანიძე მარინა, „მავინო“;

  75. კუჭავა გიგა, GIGA WINES;

  76. ლაგაზიძე შოთა, „ლაგაზი“;

  77. ლატიბაშვილი ნოდარ, Latibashvili’s Wine;

  78. ლაფაური დავით, „ლაფაური ღვინო“;

  79. ლეკაშვილი ბექა, მეტრეველი-ახალაურის მარანი;

  80. ლოლაძე ერეკლე, ლოლაძეების საოჯახო მეღვინეობა;

  81. ლომთაძე თორნიკე, ლომთაძეების მარანი;

  82. მაკარიძე გიორგი, მაკარიძის მარანი;

  83. მაისურაძე გურამ, მეღვინეობა „ნადელები“;

  84. მალაყმაძე ილარიონ, ილიას მარანი;

  85. მალაციძე გიორგი, მარანი „თეძამი“;

  86. მარგველიძე მარიამ, მარგველიძის მეღვინეობა;

  87. მანძულაშვილი სალომე, მანძულას მარანი;

  88. მახათაძე ციური, არჩილ გუნიავას მარანი;

  89. მელაძე გიორგი, მარანი „ბარელი“;

  90. მენაბდე ბექა, მენაბდის მარანი;

  91. მენაბდე ილია, „მენაბდე“;

  92. მერებაშვილი ირმა, ირმას და კატოს ვენახები და მარანი;

  93. მერის მაძღარაშვილი ნინო, „ნინო მერის მარანი“;

  94. მეტრეველი ალექსანდრე, მეტრეველი-ახალაურის მარანი;

  95. მეფარიშვილი ბესიკ, მეფარიშვილის მარანი;

  96. მინაძე ირაკლი, მინაძის მარანი „ფერსვი“;

  97. მინაძე მარიამ, მინაძის მარანი „ფერსვი“;

  98. მირცხულავა მერაბ, „ალაფიანი“;

  99. მოსიაშვილი თამარ, მარანი „მამისეული“;

  100. მოსულიშვილი დავით, მეღვინეობა „დანო“;

  101. მუჩიაური სოფო, სოფოს საოჯახო მარანი;

  102. მღვდლიაშვილი ზურაბ, ნიკალას მარანი;

  103. მშვილდაძე ვახტანგ, ბაღდათის მამულები;

  104. მშვილდაძე მალხაზ, ბაღდათის მამულები;

  105. მშვენიერაძე გიორგი, “მშვენიერაძეების მარანი”;

  106. მჭედლიშვილი გოგიტა, იასეს მარანი;

  107. მჭედლიშვილი ნონა, მეღვინეობა „დანო“;

  108. ნათენაძე გიორგი, ნათენაძის მარანი;

  109. ნარიმანიძე ალექსანდრე, ალექსანდრეს მარანი;

  110. ნაცვლიშვილი შორენა, „იორა“;

  111. ნიკოლაძე რამაზ, ნიკოლაძის მარანი;

  112. ნინიძე ქეთო, საოჯახო მარანი „ოდა“;

  113. ნინუა ნინო, ბაბანეურის მარანი;

  114. პატარიძე შორენა, „პატარიძის რაჭული“;

  115. პეტრიაშვილი რევაზ, პეტრიაანთ მარანი;

  116. ჟურული თაკო, ჟუკა-სანოს მარანი;

  117. რაზმაძე გიორგი, მარანი „თვალადური“;

  118. რამიშვილი ამირან, ღვინო „ანბანი“;

  119. რაფტერი ეიდენ, Vintners and Vagabonds;

  120. რევაზაშვილი გიორგი, გიორგი რევაზაშვილის მარანი;

  121. რომანაძე გულნარა, „პონგინო ვაინ“;

  122. როსტომაშვილი ირაკლი, როსტომაანთ მარანი;

  123. სამანიშვილი გიორგი, Amber Wine and more Limited;

  124. სამთელაძე სოფიო, Lomtadze Family Wine;

  125. სანოძე ზურაბ, ჟუკა-სანოს მარანი;

  126. სარდანაშვილი ალეკო, ალეკო სარდანაშვილის მარანი;

  127. სტეფანაშვილი ივანე, ვარიანის მარანი;

  128. სულამანიძე გიორგი, ლაგოდეხის მარანი;

  129. ტოგონიძე გია, Togonidze’s Wine;

  130. უერდმანი ჯონ, ხოხბის ცრემლები;

  131. უზუნაშვილი სალომე, Uzunashvili Mukuzani Cellar;

  132. ფათალიშვილი გელა, ხოხბის ცრემლები;

  133. ფანჩულიძე გოგონა, დემის მარანი;

  134. ფანცულაია თეონა, „ღვინო ქართლისა“;

  135. ფანცულაია მურმან, ფანცულაიების მარანი „სარგვეში“;

  136. ქვაჭრელიშვილი კობა, მარანი „ნაოტარი“;

  137. ქორთუა გიორგი, Vin de Kortua;

  138. ქორთუა ლაზარე, Vin de Kortua;

  139. ქოჩიაშვილი ნინო, კარდანახის მამული;

  140. ქურდაძე შალვა, Papari Valley;

  141. ღვარძელაშვილი გიორგი, ღვარძელაშვილის მარანი;

  142. ღვედაშვილი მარინე, მარანი „ქიზიყური ტრადიციული“;

  143. შალვაშვილი მანანა, მარანი „ჰერეთი“;

  144. შერმადინი შოთა, საოჯახო მეღვინეობა „შერმა“;

  145. ჩაჩუა გიორგი, ღვინო „ანბანი“ • Anbani Wine

  146. ჩეკურიშვილი ნათია, „თეთრი თუთა“;

  147. ჩიტოშვილი ნინო, Chitos Gvino;

  148. ჩუბინიძე გია, „ნანუა“;

  149. ჩხეიძე მამუკა, სიმონ ჩხეიძის მარანი;

  150. ჩხეიძე ნინი, სიმონ ჩხეიძის მარანი;

  151. ჩხეიძე სიმონ, სიმონ ჩხეიძის მარანი;

  152. ჩხეტიანი მირანდა, მირანდას ღვინო;

  153. ცაკაშვილი ლევან, „ღვინერი“;

  154. ცეცხლაძე რევაზ, Pery Wines;

  155. ციხელიშვილი ბესიკ, ციხელიშვილის მარანი;

  156. ციხელიშვილი თეკლა, ციხელიშვილის მარანი;

  157. ციხელიშვილი ლექსო, ციხელიშვილის მარანი;

  158. ცქიტიშვილი ალეკო, ჭორტაულის ვენახები;

  159. წილოსანი ნინო, ალექსანდრეს მარანი;

  160. წიწუაშვილი სანათა, მარანი „ლაგვანი“;

  161. ჭანია დიმიტრი, დემის მარანი;

  162. ჭონიშვილი მიხეილ, ჭონას მარანი;

  163. ჭოხონელიძე მაია, „საამური“;

  164. ხარაზიშვილი დავით, „ღვინო ქართლისა“;

  165. ხარბედია მალხაზ, Calamus Wines;

  166. ხიდიშელი ილია, მარანი „ხიდიშლები“

  167. ხიდიშელი ხატია, მარანი „ხიდიშლები“;

  168. ხოლოდილინა დარია, Trails and Wines, Rocketman;

  169. ხუნდაძე ნიკა, „ნიკიფორე“;

  170. ხურციძე გია, „კასრელი“;

  171. ხუტურიძე ნინო, ჭორტაულის ვენახები;

  172. ჯაყელი ზაზა, Jakeli Wines;

  173. ჯახუა თინათინ, Tinatin Wine;

  174. ჯეირანაშვილი ნიკა, „კოლაგის“;

  175. ჯიმშელაძე ბექა, VELLINO;

  176. ჯობავა მანანა, Lotus Eaters;

  177. ჰუბერტი ქეთევან, მეღვინეობა „თილისმა“;

  178. Gremeli Wine;

14-15 დეკემბერს ევროპული საბჭოს სამიტზე ევროკავშირის ლიდერები გაფართოების პოლიტიკას განიხილავენ. 27 ქვეყნის ლიდერმა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს უკრაინისა და მოლდოვისთვის გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების შესახებ, ასევე, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე. ამისათვის კი 27-ვე ქვეყნის თანხმობაა საჭირო.

მანამდე, ევროკომისიამ გასცა რეკომენდაცია, საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. თუმცა იქვე არის დათქმა, რომ საქართველომ უნდა შეასრულოს ცხრა პირობა, რათა გადავიდეს ევროინტეგრაციის შემდეგ ეტაპზე- მოლაპარაკებების გახსნაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი