ახალი ამბები

მაია სანდუს ძაღლმა ავსტრიის პრეზიდენტს უკბინა

17 ნოემბერი, 2023 •
მაია სანდუს ძაღლმა ავსტრიის პრეზიდენტს უკბინა

მოლდოვის დედაქალაქ კიშიონიოვში მოლდოვის პრეზიდენტის, მაია სანდუს ძაღლმა ოფიციალური ვიზიტით ჩასულ ავსტრიის პრეზიდენტს, ალექსანდრ ფან დერ ბელენს უკბინა. ინციდენტი მაშინ მოხდა, როცა ფან დერ ბელენი ვცდილობდა, ძაღლს მოფერებოდა.

მომხდარის შესახებ ადგილობრივი Stirile TV წერს და ვიდეოსაც აქვეყნებს:

სანდუმ მომხდარის გამო  ბოდიში მოიხადა და აღნიშნა, რომ ძაღლი ანერვიულდა ადგილზე ბევრი ადამიანის ყოფნის გამო, წერს ავსტრიული გამოცემა „ექსპრესი“.

ინციდენტის მიუხედავად, ფან დერ ბელენმა განაცხადა, რომ ავსტრია მხარს დაუჭერს მოლდოვის ევროკავშირში ინტეგრაციას.

მასალების გადაბეჭდვის წესი