საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლები ეხმაურებიან რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობას.
საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ რუსეთის სამხედრო ყოფნა საქართველოს ოკუპირებულ სეპარატისტულ რეგიონებში – აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში – უკანონოა.
„ევროკავშირი კატეგორიულად გმობს კირბალში რუსი მესაზღვრეების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობას და კიდევ ერთის დაკავებას. ჩვენ მოვუწოდებთ დაკავებულის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ“, — ნათქვამია ბორელის მიერ X-ზე (ყოფილი „ტვიტერი“) გამოქვეყნებულ განცხადებაში.
The EU strongly condemns the killing of a Georgian citizen and the detention of another one by the Russian border guards in Kirbali. We call for an immediate release.
Russian military presence in the Georgian occupied breakaway regions of Abkhazia and South Ossetia is illegal.
— Josep Borrell Fontelles (@JosepBorrellF) November 7, 2023
დაკავებული საქართველოს მოქალაქის დაბრუნებას ითხოვს ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩიც.
„დამწუხრებული ვარ საქართველოს ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის რეგიონის ადმინისტრაციულ ხაზთან ახლოს რუსი მოხელეების მიერ საქართველოს მოქალაქის მიმართ განხორციელებული სასიკვდილო გასროლით. ვუსამძიმრებ [გარდაცვლილის] ოჯახს და საქართველოს ხელისუფლებას“, — აცხადებს იგი.
Saddened by deadly shooting of a Georgian citizen by Russian officers close to ABL of the Georgian region of Tshkinvali/South Ossetia. Condolences to the familly & Georgian autorities. Calling for the release of a second abducted @coe @GeoMissionCoE1 @CoESpokesperson
— Marija Pejčinović Burić (@MarijaPBuric) November 6, 2023
„რუსეთის კლავს“, — წერს X-ზე ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი.
„კლავს უკრაინაში, სირიაში და, რა თქმა უნდა, საქართველოში. საქართველოს აქვს რუსული ოკუპაციის 200-წლიანი გამოცდილება, რათა იცოდეს, რომ მოძალადის დაშოშმინება არასდროს მუშაობს. მხოლოდ ბოროტების წინააღმდეგ ერთად დგომით შეგვიძლია დავამარცხოთ იგი. ვუსამძიმრებ რუსეთის კიდევ ერთი მსხვერპლის ოჯახს“, — წერს ევროპარლამენტარი.
Russia kills. It kills in Ukraine, Syria &, of course, in Georgia.
?? has 200 years of experience under ??occupation to know that appeasing a bully never works. Only by standing together against evil can we defeat it. My condolences to the family of yet another victim of ?? https://t.co/fbM7nZACPU— Viola von Cramon ???? (@ViolavonCramon) November 6, 2023
„ტრაგიკული ამბავი კირბალიდან. ამ შემზარავ აქტზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება საოკუპაციო ძალას. მხოლოდ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის სრულმა დასრულებამ შეიძლება უზრუნველყოს, რომ ასეთი საზიზღარი ინციდენტი აღარ განმეორდეს“, — წერს ევროპარლამენტარი „ევროპის სახალხო პარტიიდან“ (EPP) მირიამ ლექსმანი.
Tragic news from Kirbali. Responsibility fully lies with the occupying power for this heinous act. Only the full ending of Russian occupation of Georgian territories can ensure that such despicable incident is not repeated ever again. https://t.co/swT3lHYn1S
— Miriam M. Lexmann (@MiriamMLex) November 6, 2023
გაერთიანებული სამეფოს ელჩი საქართველოში მარკ კლეიტონი წერს, რომ შოკირებულია რუსეთის ძალების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობის გამო.
„ვუსამძიმრებ მის ოჯახს და ახლობლებს. რუსეთმა უნდა დაასრულოს ქართულ მიწაზე არალეგალური ყოფნა და გაათავისუფლოს ყველა დაკავებული“, — აცხადებს ელჩი.
განცხადებას ავრცელებს ესტონეთის საელჩოც საქართველოში.
„უმკაცრესად ვგმობთ საქართველოს საოკუპაციო ხაზთან მომხდარ ფატალურ შემთხვევას, საქართველოს მოქალაქის მკვლელობას! რუსეთის ფედერაციის მესაზღვრეების მიერ ძალის გამოყენება მიუღებელია. ვუთანაგრძნობთ გარდაცვლილის ოჯახს!“ — ნათქვამია განცხადებაში.
გერმანიის მთავრობის სახელით რუსეთის ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის გამო მწუხარება გამოთქვა გერმანიის ელჩმა საქართველოში პიტერ ფიშერმა.
მისი თქმით, რუსეთი აგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უკანონო დარღვევას.
„საქართველოს შეუძლია დაეყრდნოს მისი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერას რუსეთის ბოროტი ქმედებების დასასრულებლად“, — წერს ფიშერი.
საფრანგეთის ელჩი საქართველოში შერაზ გასრი გმობს საქართველოს მოქალაქის მკვლელობას რუსეთის უსაფრთხოების ძალების მიერ და მოუწოდებს დაკავებულის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისგან.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დაგმო რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის თამაზ გინტურის მკვლელობა და თქვა, რომ ეს სიკვდილი არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ რა ნგრევა გამოიწვია რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენული ტერიტორიის ოკუპაციამ.
„რუსული ოკუპაციის დექსტრუქციის ნათელი მაგალითია“ – სახელმწიფო დეპარტამენტი გინტურის მკვლელობაზე
6 ნოემბერს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალთან რუსეთის საოკუპაციო წარმომადგენლებმა საქართველოს ერთი მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს, მეორე ლევან დოთიაშვილი კი ცხინვალის მიმართულებით გაიტაცეს.
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ საქართველოში (EUMM) დაგმო ძალის გამოყენება და გამოთქვა ჩვენს უკიდურესი შეშფოთება „სროლის ინციდენტის გამო, რომელსაც მოჰყვა ადამიანის სიკვდილი“.
„რეგიონში მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესანარჩუნებლად აუცილებელია მსგავსი ინციდენტების აღკვეთა. მოვუწოდებთ ყველა ჩართულ მხარეს თავშეკავების გამოჩენისკენ და შემდგომი ესკალაციის თავიდან ასაცილებლად ყველა საჭირო ზომის მიღებისკენ“, — ნათქვამია მისიის განცხადებაში.