ახალი ამბები

ღაზაში, 20 სატვირთო მანქანით, პირველადი დახმარების პროდუქტები შეიტანეს 

21 ოქტომბერი, 2023 • 1475
ღაზაში, 20 სატვირთო მანქანით, პირველადი დახმარების პროდუქტები შეიტანეს 

რაფაჰის სასაზღვრო ზონიდან ღაზაში ჰუმანიტარული დახმარება შეიტანეს. BBC-ს ცნობით, ისრაელი დათანხმდა 20 სატვირთო მანქანის შეყვანას ღაზაში, რომლებმაც შეიტანეს წყალი, საკვები და მედიკამენტები. თუმცა, უარი თქვა, ღაზაში საწვავის შეტანაზა.

ამ ეტაპზე, უცნობია, რამდენ ხანს იქნება ღია რაფაჰის გასასვლელი.

რაფაჰის გასასვლელის გახსნას გამოეხმაურა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივანი, ჯეიმს კლეველი. მისი თქმით, ჰუმანიტარული დახმარების შეტანა ღაზაში, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, მაგრამ ის არ უნდა იყოს ერთჯერადი. კლეველიმ აღნიშნა, რომ დიდი ბრიტანეთი გააგრძელებს ღაზის მოსახლეობის ჰუმანიტარულ დახმარებას.

ისრაელმა ჯერ კიდევ 18 ოქტომბერს განაცხადა, რომ ხელს არ შეუშლიდა ღაზაში ეგვიპტიდან ჰუმანიტარული ტვირთების შეტანას.

7 ოქტომბერს 2 ათასზე მეტი ტერორისტი ისრაელის ტერიტორიაზე შეიჭრა, განურჩევლად დაიწყეს ადამიანთა ხოცვა. თავდასხმას 1400-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, მათგან უმრავლესობა მშვიდობიანი მოსახლეობა. ტერორისტებმა, დაახლოებით, 200 ადამიანი გაიტაცეს, მათ შორის, ქალები, ბავშვები და მოხუცები.

საპასუხოდ ისრაელმა ღაზა სრულ ბლოკადაში მოაქცია და მისი უწყვეტი საჰაერო დაბომბვა დაიწყო. შედეგად, სექტორი, რომელსაც მთლიანად „ჰამასი“ აკონტროლებს, ჰუმანიტარული კატასტროფის ზღვარზეა. საერთაშორისო აქტორები — გაერო, ჰუმანიტარული ორგანიზაციები, აშშ აქტიურად მოუწოდებდნენ ისრაელს, რომ ბლოკადა შეამსუბუქოს და ტერიტორიაზე ჰუმანიტარული ტვირთის შეუშვას.

მასალების გადაბეჭდვის წესი