ისრაელის პრემიერ-მინისტრის აპარატის განცხადებით, ისრაელი არ შეუშლის ხელს ეგვიპტის ტერიტორიიდან ღაზის სექტორის სამხრეთ ნაწილში ჰუმანიტარული ტვირთების შეტანას.
„ისრელი არ შეუშლის ხელს ეგვიპტიდან მომარაგებას, თუ ეს იქნება მხოლოდ წყალი, საკვები და წამლები სამხრეთ ღაზის სამოქალაქო მოსახლეობისთვის“, – ციტირებს განცხადებას „ბი-ბი-სი“.
თუმცა განცხადებაში აგრეთვე აღნიშნულია, რომ ისრაელი თავისი ტერიტორიიდან ღაზაში ჰუმანიტარული ტვირთების შეტანას მწვანე შუქს არ აუნთებს მანამ, სანამ „ჰამასი“ ისრაელელ მძევლებს არ დააბრუნებს.
7 ოქტომბერს „ჰამასის“ თავდასხმის შემდეგ, ისრაელმა ღაზის სექტორის დაბომბვა დაიწყო. ღაზა მცირე ფართობის ტერიტორიაა, რომელსაც სამხრეთიდან ეგვიპტე ესაზღვრება, ჩრდილო-აღმოსავლეთიდან ისრაელი, დასავლეთიდან კი ხმელთაშუა ზღვა. სექტორიდან გასვლა, განსაკუთრებით დაბომბვის პირობებში, ძალიან რთულია.
ღაზის სექტორის შესახებ გირჩევთ: “ღია ციხე” — რა არის და როგორ ცხოვრობს ღაზის სექტორი
გარეკანის ფოტოზე: დაბომბილი ღაზას სექტორი








