ფოტოგრაფი: ნარეკ ალექსანიანი, სომხეთი
3 ოქტომბრის მონაცემებით, აზერბაიჯანის მიერ მთიან-ყარაბაღზე 19 სექტემბრის შეიარაღებული შეტევის შემდეგ, მთიანი ყარაბაღიდან სომხეთში 100 617 ადამიანი გადავიდა. აზერბაიჯანის ხელისუფლების მიერ ეთნიკური სომხების აზერბაიჯანის კონტროლირებად ტერიტორიაზე ინტეგრაციის შეთავაზების მიუხედავად, ყარაბაღის მოსახლეობამ საკუთარი სახლები დატოვა და სომხეთში დევნილის სტატუსით დარეგისტრირდა. ეთნიკური სომხების გზა ყარაბაღიდან სომხეთში ფოტოგრაფმა ნარეკ ალექსანიანმა ასახა:

სომხეთის ტერიტორიაზე შესული ყარაბაღელები პირველად რეგისტრაციას გადიან; ფოტო: ნარეკ ალექსანიანი/ნეტგაზეთი

ყარაბაღიდან სომხეთამდე ადამიანები საკუთარი ან ახლობლების ავტომობილებით ჩავიდნენ, გზაში საცობის გამო, მანძილის გასავლელად, თითქმის 24 საათზე მეტი დაჭირდათ. ფოტო: ნარეკ ალექსანიანი/ნეტგაზეთი

წითელი ჯვარი სომხეთში ყარაბაღიდან შემსვლელებს პირველად დახმარებას უწევს; ; ფოტო: ნარეკ ალექსანიანი/ნეტგაზეთი

ყარაბაღელები სომხეთის საზღვარს კვეთენ. ფოტო: ნარეკ ალექსანიანი/ნეტგაზეთი

სომხეთში დევნილად რეგისტრაციის რიგში. ფოტო: ნარეკ ალექსანიანი/ნეტგაზეთი

ყარაბაღიდან სომხეთამდე ადამიანები საკუთარი ან ახლობლების ავტომობილებით ჩავიდნენ, გზაში საცობის გამო, მანძილის გასავლელად, თითქმის 24 საათზე მეტი დაჭირდათ. ფოტო: ნარეკ ალექსანიანი/ნეტგაზეთი

ყარაბაღიდან დევნილები სომხეთში რეგისტრაციის მოლოდინში; ფოტო: ნარეკ ალექსანიანი/ნეტგაზეთი

მოლოდინში; ფოტო: ნარეკ ალექსანიანი/ნეტგაზეთი

ფოტო: ნარეკ ალექსანიანი/ნეტგაზეთი

საზღვარზე გაშლილ კარვებში ყარაბაღელებს ცხელი საკვები მიაწოდეს და სამედიცინო დახმარება გაუწიეს; ფოტო: ნარეკ ალექსანიანი/ნეტგაზეთი

ფოტო: ნარეკ ალექსანიანი/ნეტგაზეთი

ფოტო: ნარეკ ალექსანიანი/ნეტგაზეთი

ფოტო: ნარეკ ალექსანიანი/ნეტგაზეთი

ფოტო: ნარეკ ალექსანიანი/ნეტგაზეთი

ფოტო: ნარეკ ალექსანიანი/ნეტგაზეთი

ფოტო: ნარეკ ალექსანიანი/ნეტგაზეთი

ფოტო: ნარეკ ალექსანიანი/ნეტგაზეთი

ფოტო: ნარეკ ალექსანიანი/ნეტგაზეთი

ყარაბაღიდან სომხეთში ხანგრძლივი გზა; ფოტო: ნარეკ ალექსანიანი/ნეტგაზეთი

ფოტო: ნარეკ ალექსანიანი/ნეტგაზეთი

ფოტო: ნარეკ ალექსანიანი/ნეტგაზეთი

ვოლონტიორები; ფოტო: ნარეკ ალექსანიანი/ნეტგაზეთი

ფოტო: ნარეკ ალექსანიანი/ნეტგაზეთი

ფოტო: ნარეკ ალექსანიანი/ნეტგაზეთი

ფოტო: ნარეკ ალექსანიანი/ნეტგაზეთი

პირველადი ჰუმანიტარული დახმარება ყარაბაღელებს სომხეთში; ფოტო: ნარეკ ალექსანიანი/ნეტგაზეთი
20 სექტემბერს დე ფაქტო ყარაბაღის რესპუბლიკამ მიიღო რუსი მშვიდობისმყოფელების წინადადება ცეცხლის შეწყვეტასა და საბრძოლო შენაერთების განიარაღებაზე, რაც ბაქომ აზერბაიჯანის მორიგ ტრიუმფად და ყარაბაღის კაპიტულაციად გამოაცხადა. ამასთან, აზერბაიჯანმა ყარაბაღელი სომხების რეინტეგრაციის გეგმასა და მშვიდობიან თანაცხოვრებაზე დაიწყო საუბარი, თუმცა, ყარაბაღელი სომხები აზერბაიჯანის ხელისუფლების კონტროლქვეშ ცხოვრებაზე უარს ამბობენ და სომხეთში, იძულებით გადაადგილებული პირების სტატუსით გადადიან საცხოვრებლად. ამ მოვლენებამდე ყარაბაღში 120 ათასი ეთნიკურად სომეხი ადამიანი ცხოვრობდა.







