ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ყარაბაღში 10-11 სომეხია დარჩენილი — შახრამანიანი

28 მარტი, 2024 • 991
ყარაბაღში 10-11 სომეხია დარჩენილი — შახრამანიანი

მთიან ყარაბაღში, რომელზეც აზერბაიჯანმა კონტროლი სრულად აღადგინა 2023 წლის შემოდგომაზე, ამ დროისთვის 10-11 სომეხია დარჩენილი.

ინფორმაცია ამის შესახებ ფრანგულ გამოცემა Le Figaro-ს ამჟამად გაუქმებული დე ფაქტო არწახის (მთიანი ყარაბაღი) პრეზიდენტმა სამველ შახრამანიანმა განუცხადა.

„ესენი [ყარაბაღში დარჩენილები] არიან ან შშმ პირები, ავადმყოფები, რომლებსაც გადაადგილება არ შეუძლიათ, ან სურთ თავიანთი ახლობლების საფლავებს გვერდით ყოფნა. 2023 წლის მოვლენებით გამოწვეული იძულებითი მიგრაციის შემდეგ, იქ გაცილებით ბევრი ადამიანი იყო დარჩენილი. შემდეგ რამდენიმე ათეულმა არწახელმა წითელი ჯვრის დახმარებით დატოვა ტერიტორია, მათი ნაწილი კი ადგილზე დარჩა“, — განუცხადა Le Figrao-ს სამვლე შახრამანიანმა.


მთიანი ყარაბაღის იმ ტერიტორიაზე, რომელსაც აზერბაიჯანული მხარე არ აკონტროლებდა და 2020 წლის ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ რუსი სამშვიდობოების პასუხისმგებლობის ქვეშ იყო, აზერბაიჯანმა, „ანტიტერორისტული ოპერაციის“ მოტივით, 2023 წლის 19 სექტემბერს შეტევა დაიწყო. 19 სექტემბრის შემდეგ, ოფიციალური მონაცემით, 100 ათასზე მეტი ეთნიკური სომეხი საცხოვრებლად სომხეთში გადავიდა.

2024 წლის პირველი იანვრიდან, 2023 წლის 19 სექტემბრის შემდეგ შექმნილი სამხედრო-პოლიტიკური სიტუაციის გამო, არცახის რესპუბლიკამ [თვითაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა] არსებობა შეწყვიტა.

მასალების გადაბეჭდვის წესი