საზოგადოება

პრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო

3 მაისი, 2024 •
პრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო

პრეზიდენტმა ე.წ. ოფშორების კანონს ვეტო დაადო. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ზურაბიშვილმა პარლამენტს მოტივირებული შენიშვნებით დაუბრუნდა „საგადასახადო კოდექსში“ შესატანი ცვლილებები.

საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით, საბოლოოდ მიიღო ცვლილებები საგადასახადო კოდექსში, რომლის მიხედვითაც მარტივდება ოფშორული ზონებიდან საქართველოში ბიზნესის გადმოტანა.

კერძოდ, ცვლილების მიხედვით, საგადასახადო შეღავათები დაუწესდება ყველა ოფშორულ კომპანიას, რომელიც თავის აქტივებს საქართველოში 2028 წლის პირველ იანვრამდე გადმოიტანს.

შესაბამისი ოპერაციები გათავისუფლდება როგორც მოგების, ისე საშემოსავლო და ქონების გადასახადიდან. ამავე ოპერაციის ფარგლებში იმპორტის გადასახადისგან გათავისუფლდება ნებისმიერი აქტივის საქართველოში შემოტანა. აღნიშნულის პირობად კი დასახელებულია ის, რომ ოფშორულ ზონასა და საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიებს (ვისაც გადაეცემა აქტივები ოფშორიდან) ერთი და იგივე მფლობელი ჰყავდეთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი