ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

მთიან ყარაბაღში 21 სომეხი მოსახლე დარჩა – უფლებადამცველი

19 თებერვალი, 2024 • 752
მთიან ყარაბაღში 21 სომეხი მოსახლე დარჩა – უფლებადამცველი

მთიანი ყარაბაღის ყოფილი [დე ფაქტო] ომბუდსმენის განცხადებით, 20-ზე მეტი სომეხი მოსახლე რჩება მთიან ყარაბაღში მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანის კონტროლქვეშ გადავიდა. ოფიციალური ცნობით, მათ უარი თქვეს საკუთარი სახლების მიტოვებაზე.

ამასთან, როგორც უფლებამდამცველი აცხადებს, შეზღუდულია ამ ადამიანების უფლებები გადაადგილებასა და კომუნიკაციაზე ახლობლებთან.

“ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს ადამიანები ცოცხლები არიან, ვინაიდან მათ აქვთ წითელი ჯვრის მხარდაჭერა საკვებსა და იშვიათად, მოკლე სატელეფონო საუბრებზე ახლობლებთან”, – აცხადებს ყოფილი ომბუდსმენი გეგამ სტეპანიანი.

სომხური მხარის ცნობითვე, ყველა დარჩენილი სომეხი მთიან ყარაბაღში პენსიონიერია და მათი უმრავლესობა სტეპანაკერტში [აზერ. ხანქენდი] ცხოვრობს.

2023 წლის შემოდგომით, როდესაც აზერბაიჯანმა მთიან ყარაბაღში “ანტიტერორისტული ოპერაცია” დაიწყო, მთიანი ყარაბაღი 100 ათასზე მეტმა სომეხმა დატოვა და სომხეთში გადავიდა საცხოვრებლად დევნილის სტატუსით.

მთიანმა ყარაბაღმა, როგორც რესპუბლიკამ [რომელიც არაღიარებულ რესპუბლიკად მიიჩნეოდა], 2024 წლის პირველი იანვრიდან არსებობა შეწყვიტა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი