მთიანი ყარაბაღის იმ ტერიტორიაზე, რომელსაც ამ ეტაპზე აზერბაიჯანული მხარე არ აკონტროლებს, აზერბაიჯანმა დღეს, 19 სექტემბერს შეტევა დაიწყო. ბაქოს ცნობით, ის “ანტი-ტერორისტულ ოპერაციას” ატარებს. სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, აზერბაიჯანის მიზანია, სომხეთი ჩაითრიოს საბრძოლო მოქმედებებში, თუმცა, მთიან ყარაბაღში არ იმყოფებიან სომხური დანაყოფები.
20 სექტემბერს, დე ფაქტო ყარაბაღის რესპუბლიკამ მიიღო რუსი მშვიდობისმყოფელების წინადადება ცეცხლის შეწყვეტასა და საბრძოლო შენაერთების განიარაღებაზე, იტყობინება „ბი-ბი-სი“-ს რუსული სამსახური დე ფაქტო რესპუბლიკის საინფორმაციო ცენტრის განცხადებაზე დაყრდნობით.
დე ფაქტო ყარაბაღის რესპუბლიკის ომბუდსმენის, გეგამ სტეპანიანის განცხადებით, 19 სექტემბრის 22:30-ის მდგომარეობით აზერბაიჯანის სამხედრო მოქმედებების შედეგად დაღუპულია 27 ადამიანი, მათ შორის ორი სამოქალაქო პირი.
ომბუდსმენი აგრეთვე იტყობინება, რომ დაჭრილია 200 პირზე მეტი და აღნიშნავს, რომ სტატისტიკაში არაა შესული ინფორმაცია ასკერანისა და მარტუნის რეგიონებიდან, რომლებთანაც კავშირის დამყარება ვერ ხერხდება.
რუსეთის საელჩოსთან ერევანში სომხეთის მოქალაქეები შეიკრიბნენ, რომლებიც მთიან ყარაბაღში შექმნილი სიტუაციის გამო, რუსი სამშვიდობოებისგან ქმედით ნაბიჯებს მოითხოვენ. აქციაზე გამომსვლელისგან გაისმა ფრაზა Лавров – сука! რასაც სხვა მონაწილეებისგან მოჰყვა Путин – хуйло! სომხეთში რუსეთის დიპლომატიურმა წარმომადგენლობამ სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ნოტა გაუგზავნა, სადაც ზომების მიღებას ითხოვს.
მთიანი ყარაბაღის დე ფაქტო ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანის საჰაერო დარტყმების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 5-მდე, დაჭრილთა – 80-მდე გაიზარდა.
“საჰაერო დარტყმების გამო ჩაირთო სირენები, მოსახლეობა სარდაფებში იმალება” – რა ხდება სტეპანაკერტში
სტეპანაკერტში დე ფაქტო ოფიციალური სტრუქტურების განცხადებით, აზერბაიჯანის მხრიდან საჰაერო შეტევების შედეგად, სულ მცირე 2 ადამიანი დაიღუპა და 11 დაიჭრა, მათ შორის არიან ბავშვები.
საერთაშორისო საზოგადოებაში ეხმაურებიან აზერბაიჯანის მიერ ყარაბაღში „ანტი-ტერორისტული ოპერაციის“ გამოცხადებას და საბრძოლო მოქმედებების დაწყებას. ამ ეტაპზე განცხადებები გამოაქვეყნეს ევროკავშირის და ევროსტრუქტურების წარმომადგენლებმა. ჯერ არაფერს აცხადებენ ვაშინგტონში, ლონდონსა და ბერლინში.
„რუსეთმა მწვანე შუქი აუნთო ალიევს“ – საერთაშორისო გამოხმაურება ყარაბაღზე
სომხეთის პრემიერ მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ “სომხეთი არ მონაწილეობს სამხედრო მოქმედებებში და კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ სომხეთის რესპუბლიკას მთიან ყარაბაღში არ ჰყავს არმია. ამჟამად ჩვენ არ ვგეგმავთ რაიმე დაუფიქრებელ მოქმედებებს”.
ფაშინიანის თქმით, სომხეთი არ აწარმოებს აზერბაიჯანთან საომარ მოქმედებებს
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა დღეს, 19 სექტემბერს მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანის მიერ დაწყებული საბრძოლო მოქმედებების გამო, რომელსაც ბაქო ანტი-ტერორისტულ ზომებს უწოდებს, უშიშროების საბჭოს სხდომა მიიწვია.
ყარაბაღის საკითხზე ფაშინიანმა უშიშროების საბჭოს სხდომა მიიწვია
სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ სიმართლეს არ შეესაბამება ბაქოს განცხადება იმის თაობაზე, რომ სომხეთის შეიარაღებული ძალები მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე იმყოფებიან.
“ფართომასშტაბიანი აგრესია ეთნიკური წმენდისთვის” – ერევანი ყარაბაღის ამბებზე
“ღრმად ვართ შეშფოთებული მთიან ყარაბაღში სიტუაციის უეცარი ესკალაციის გამო”, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ. მისი განცხადებით, რუსული მხარე დაჟინებით მოუწოდებს კონფლიქტის მხარეებს, შეაჩერონ სისხლისღვრა, დაუყოვნებლივ შეაჩერონ სამხედრო მოქმედებები და დაუბრუნდნენ პოლიტიკურ-დიპლომატიურ რეგულირებას.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ მისი მიზანი მშვიდობიანი მოქალაქეები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა არაა და მხოლოდ სამხედრო ობიექტებს უტევს.
ბაქო განმარტავს, რატომ ატარებს “ანტიტერორისტულ ოპერაციას” ყარაბაღში
მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე, რომელსაც ამ ეტაპზე აზერბაიჯანული მხარე არ აკონტროლებს, აზერბაიჯანმა შეტევა დაიწყო. ბაქოს ცნობით, ის ანტიტერორისტულ ოპერაციას ატარებს.
“საჰაერო დარტყმების გამო ჩაირთო სირენები, მოსახლეობა სარდაფებში იმალება” – რა ხდება სტეპანაკერტში
19 სექტემბერს, თბილისის დროით, დაახლოებით, 13:00 საათზე დე ფაქტო მთიანი ყარაბაღის დედაქალაქ სტეპანაკერტში, ადგილობრივების თქმით, აფეთქებები დაიწყო.
“საჰაერო დარტყმების გამო ჩაირთო სირენები, მოსახლეობა სარდაფებში იმალება” – რა ხდება სტეპანაკერტში