ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“საჰაერო დარტყმების გამო ჩაირთო სირენები, მოსახლეობა სარდაფებში იმალება” – რა ხდება სტეპანაკერტში

19 სექტემბერი, 2023 • 1632
“საჰაერო დარტყმების გამო ჩაირთო სირენები, მოსახლეობა სარდაფებში იმალება” – რა ხდება სტეპანაკერტში

დე ფაქტო მთიანი ყარაბაღის დედაქალაქ სტეპანაკერტში, ადგილობრივების თქმით, აფეთქებები დაიწყო.

მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე, რომელსაც ამ ეტაპზე აზერბაიჯანული მხარე არ აკონტროლებს, აზერბაიჯანმა შეტევა დაიწყო და აცხადებს, რომ ანტიტერორისტულ ოპერაციას ატარებს.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ მისი მიზანი მშვიდობიანი მოქალაქეები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა არაა და მხოლოდ სამხედრო ობიექტებს უტევს.

ამჟამად ქალაქში სირენებია ჩართული და მოსახლეობა თავდაცვის მიზნით სარდაფებში ჩავიდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი