ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

მოსკოვი შეშფოთებას გამოთქვამს ყარაბაღში მიმდინარე ამბებზე

19 სექტემბერი, 2023 • 1394
მოსკოვი შეშფოთებას გამოთქვამს ყარაბაღში მიმდინარე ამბებზე

“ღრმად ვართ შეშფოთებული მთიან ყარაბაღში სიტუაციის უეცარი ესკალაციის გამო”, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ.

მისი განცხადებით, რუსული მხარე დაჟინებით მოუწოდებს კონფლიქტის მხარეებს, შეაჩერონ სისხლისღვრა, დაუყოვნებლივ შეაჩერონ სამხედრო მოქმედებები და დაუბრუნდნენ პოლიტიკურ-დიპლომატიურ რეგულირებას.

“ყარაბაღის პრობლემის გადაჭრის ყველა სამშვიდობო გადაწყვეტილება გაწერილია რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერების სამმხრივ განცხადებებში, რომელიც 2020-დან 2022 წლამდეა მიღებული”.

ზახაროვას თქმით, შექმნილ სიტუაციაში რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტი აგრძელებს საკუთარი ამოცანების შესრულებას და კოორდინაციაშია ორივე მხარესთან.

მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე, რომელსაც ამ ეტაპზე აზერბაიჯანული მხარე არ აკონტროლებს, აზერბაიჯანმა შეტევა დაიწყო. ბაქოს ცნობით, ის ანტიტერორისტულ ოპერაციას ატარებს.

სტეპანაკერტში [დე ფაქტო დედაქალაქი] აფეთქებების ხმაა, მოსახლეობა ევაკუაციისთვის სარდაფებში ჩავიდა.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ მისი მიზანი მშვიდობიანი მოქალაქეები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა არაა და მხოლოდ სამხედრო ობიექტებს უტევს.

მასალების გადაბეჭდვის წესი