ახალი ამბები

„ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა იმართება

14 სექტემბერი, 2023 •
„ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა იმართება

„ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა იმართება.

პოლიტსაბჭოს სხდომაზე განსახილველ თემებს შორის არის პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი.

„ეს ქალბატონი არავის აურჩევია, დასვეს კრიმინალურად. მოჰპარეს ხალხს არჩევნები და ისეა ქალბატონი ზურაბიშვილი არჩეული. ამიტომ „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიცია არის ის, რომ ამ იმპიჩმენტში, ამ სიგიჟეში, თავად რომ მოიგონეს, ბიძინა ივანიშვილმა თავად რომ დადგა და თავად უნდათ ამ თემის აქტუალიზაცია, ამაში მონაწილეობას არ ვაპირებთ.

ეს არის პარტიის, ფრაქციის გადაწყვეტილება. პოლიტიკური საბჭო ამაზე იმსჯელებს და საბოლოოდ ეს გაფორმდება“, — განაცხადა ენმ-ის თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა.


30 აგვისტოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განცხადება გაავრცელა, რომ სალომე ზურაბიშვილი საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს იწყებს.

აღნიშნული განცხადების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტისთვის მთავრობას ევროპაში ვიზიტებზე თანხმობა არ მიუცია. მიუხედავად მთავრობის უარისა, 31 აგვისტოს პრეზიდენტმა ევროპაში ვიზიტები მაინც დაიწყო. სალომე ზურაბიშვილი უკვე იმყოფებოდა ბერლინში, ბრიუსელსა და პარიზში, სადაც გერმანიის, ევროპული საბჭოსა და საფრანგეთის პრეზიდენტებს შეხვდა.

პირველ სექტემბერს კი „ქართულ ოცნებაში“ განაცხადეს, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. პარტიის ლიდერის ირაკლი კობახიძის თქმით, ამის მიზეზია სალომე ზურაბიშვილის ოფიციალური შეხვედრები საზღვარგარეთ მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობამ ამის უფლება არ მისცა.

მასალების გადაბეჭდვის წესი