ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“შიმშილობასაც ვერ დაიწყებ, საკვები მაინც არაა” – ყარაბაღის ბლოკადის 7 თვე

24 ივლისი, 2023 • 1528
“შიმშილობასაც ვერ დაიწყებ, საკვები მაინც არაა” – ყარაბაღის ბლოკადის 7 თვე

მარუტ ვანიანი სტეპანაკერტიდან

გთხოვთ, ვის შეგიძლიათ, ცოტა შაქარი მომცეთ, ოთხი მცირეწლოვანი ბავშვი მყავს,
სარეცხი ფხვნილი მჭირდება.. სად ვიყიდო ორი ლიტრი ბენზინი? ბავშვს დაბადების დღე აქვს, ვის შეუძლია კანფეტის ჩუქება? შაქარი, მარილი, კვერცხი, ბავშვთა კვება, წამალი – ქალები ყარაბაღში თითქმის ყოველდღიურად ითხოვენ სოციალურ ქსელებში დახმარებას ერთმანეთისგან.

შეიძლება ითქვას, ეს ყველაზე კრიტიკული პერიოდია მთიანი ყარაბაღის შვიდთვიანი ბლოკადის განმავლობაში. ადამიანები საკუთარ თავს ლაბორატორიაში მყოფ ცხოველებს ადარებენ, რომლებზეც ცდებს ატარებენ.

ყველა მსხვილი სუპერმარკეტი ქალაქში დაცარიელებულია. დახლებზე მხოლოდ ალკოჰოლია დარჩენილი.

დილით ყავას და ჩაის ვერ დალევ. როგორც წესი, ელექტროენერგია არ გვაქვს წყლის მოსადუღებლად. დღეს კი უკვე ყავის ყიდვაც ვეღარ შევძელით, გათავდა.

ორი ან სამი საათი პურის რიგში ვდგავართ ხოლმე. რიგში ქალები ჰყვებიან, რომ როდესაც ბავშვები  კანფეტს სთოხვენ, პურს აძლევენ და ისე ამშვიდებენ. ამიტომ ყველა ცდილობს, ბევრი პური იყიდოს –  შეიძლება ხვალ ესეც აღარ იყოს.

რომელიმე პროდუქტი თუ გაჩნდა გასაყიდი, მაშინვე რიგი ჩნდება.

“რამდენ ხანს შეიძლება გაძლოს ადამიანმა მხოლოდ წიწიბურის ჭამით? კუჭის პრობლემები დამეწყო. გახსნან ეს დაწყევლილი გზა, რომ წავიდე. რა მნიშვნელობა აქვს უკვე, სად მოვკვდები. ეს ცხოვრება მაინც არაა”, – მეუბნება კარინი.

ქუჩაში კაცი შევნიშნე, მწვანე ლობიოს და კარტოფილს ყიდდა. როგორც მომიყვა, რამდენიმე კილომეტრი გამოიარა, რომ სტეპანაკერტში საკუთარი ცოტაოდენი პროდუქცია გაყიდოს.

“ მხოლოდ რამდენიმე კილოგრამია, მრავალათასიან ქალაქს ეს ეყოფა? არავის აინტერესებს ჩვენი ბედი. ფაშინიანის ცოლის ქცევა ნახეთ? ჩვენ ვმშიმშილობთ და ის ფეისბუკზე საჭმელებზე საუბრობს, ნუთუ არ რცხვენია?”- კითხულობს ის.

საწვავის დეფიციტის გამო მუნიციპალიტეტმა უკვე გამოაცხადა, რომ მანქანებით ნაგავს ვეღარ გაიტანენ. დაგროვებული ნაგვის გამო უკვე შეიქმნა ანტისანიტარია, რაც ინფექციური დაავადებების გავრცელების დამატებით რისკებს ქმნის.

ელექტროენერგია,- ერთადერთი, სარსანგის წყალსაცავის დაშრობის გამო,- სამ საათში ერთხელ ორი საათით ითიშება. საღამოს ქუჩებში ბნელა და ხალხი შიშით დადის. ბანაობისთვის თვითნაკეთ წყლის გამათბობლებსა და ელექტროჩაიდნებს ვიყენებთ.

იყო შემთხვევა როდესაც სასწრაფო დახმარების მანქანა დროულად ვერ გავიდა სასწვავის არქონის გამო და პაციენტი გარდაიცვალა. მხოლოდ ერთი ავტობუსი დადის ქალაქში, მუდმივად სავსეა. რამდენიმე დღის წინ ორსული ქალი გახდა ცუდად, ჰაერი არ იყო, რომ ესუნთქა.

“კბილის პასტა არ გვაქვს. ზედმეტია საუბარი წნევის მარეგულირებელ მედიკამენტებზე. დიდი ხანია არ ყოფილა”, – მეუბნება ფარმაცევტი.

აქამდე საკვების შემოტანა ყარაბაღში რუსი სამშვიდობოების მეშვეობით შეგვეძლო. ახლა ისეთი შთაბეჭდილება გვრჩება, რომ ლაჩინის კორიდორი მათთვისაც შეზღუდულია. ცხოვრობენ ყარაბაღში ისე, თითქოს არაფერი ხდება. დღეში რამდენჯერმე ვერტმფრენი გადაგვიფრენს. ადგილობრივები ეჭვობენ, რომ საკვების მარაგები მოაქვთ თავიანთთვის.
ძალიან გამაღიზიანებელია ვერტმფრენის ხმა სიჩუმეში, სადაც ავტომობილებიც ვეღარ დადიან.

აზერბაიჯანის მიერ შემოთავაზებულ დახმარებაზე ხალხი უარს ამბობს. აზერბაიჯანულ ქალაქ აღდამთან ახლოს გზაც გადაკეტა ხალხმა – ჯერ ხელოვნური კრიზისი შეგვიქმნეს და შემდეგ “ჰუმანიტარულ დახმარებს” გვთავაზობენო. იმდენად არ ენდობიან აზერბაიჯანს, ფიქრობენ, რომ მათი შემოტანილი ფქვილიც კი მოწამლული იქნება.

ჩვენმა პრეზიდენტმა არაიკ არუტურიანმა საკუთარი რეზიდენციის წინ კარავი დადგა და მჯდომარე აქცია გამოაცხადა საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების მისაქცევად. განაცხადა, რომ თუ უშედეგოდ დასრულდა მისი აქცია, მაშინ უფრო ხისტ ზომებს მიმართავს. მოსახლეობა კი ცინიკურად კითხულობს, უფრო ზისტი ზომა თუ შიმშილობის დაწყებას გულისხმობს, უაზრობაა, რადგან მაინც არ იშოვება საკვები.

პურის რიგი; სტეპანაკერტი, ფოტო: მარუტ ვანიანი/ნეტგაზეთი

პურის რიგი; სტეპანაკერტი, ფოტო: მარუტ ვანიანი/ნეტგაზეთი

სიმინდი, როგორც ალტერნატივა; სტეპანაკერტი, ფოტო: მარუტ ვანიანი/ნეტგაზეთი

სიმინდი, როგორც ალტერნატივა; სტეპანაკერტი, ფოტო: მარუტ ვანიანი/ნეტგაზეთი

კაცმა გასაყიდად ჩამოიტანა მწვანე ლობიო სოფლიდან; სტეპანაკერტი, ფოტო: მარუტ ვანიანი/ნეტგაზეთი

კაცმა გასაყიდად ჩამოიტანა მწვანე ლობიო სოფლიდან; სტეპანაკერტი, ფოტო: მარუტ ვანიანი/ნეტგაზეთი

ჩემი საკვების მარაგი; სტეპანაკერტი, ფოტო: მარუტ ვანიანი/ნეტგაზეთი

ჩემი საკვების მარაგი; სტეპანაკერტი, ფოტო: მარუტ ვანიანი/ნეტგაზეთი

დახლები სურსათის მაღაზიებში; სტეპანაკერტი, ფოტო: მარუტ ვანიანი/ნეტგაზეთი

დახლები სურსათის მაღაზიებში; სტეპანაკერტი, ფოტო: მარუტ ვანიანი/ნეტგაზეთი

სტეპანაკერტი, ფოტო: მარუტ ვანიანი/ნეტგაზეთი

სტეპანაკერტი, ფოტო: მარუტ ვანიანი/ნეტგაზეთი

გარე ვაჭრობა უხლოესი სოფლებიდან მოტანილი პროდუქციით; სტეპანაკერტი, ფოტო: მარუტ ვანიანი/ნეტგაზეთი

გარე ვაჭრობა უხლოესი სოფლებიდან მოტანილი პროდუქციით; სტეპანაკერტი, ფოტო: მარუტ ვანიანი/ნეტგაზეთი

სტეპანაკერტის ბაზარი, ფოტო: მარუტ ვანიანი/ნეტგაზეთი

სტეპანაკერტის ბაზარი, ფოტო: მარუტ ვანიანი/ნეტგაზეთი

სტეპანაკერტის ბაზარი, ფოტო: მარუტ ვანიანი/ნეტგაზეთი

სტეპანაკერტის ბაზარი, ფოტო: მარუტ ვანიანი/ნეტგაზეთი

დაკეტილი ბენზინგასამართი სადგური; ფოტო: მარუტ ვანიანი/ნეტგაზეთი

დაკეტილი ბენზინგასამართი სადგური; ფოტო: მარუტ ვანიანი/ნეტგაზეთი

კარვები სტეპანაკერტის მთავარ მოედანზე; ფოტო: მარუტ ვანიანი/ნეტგაზეთი

რუსული სამხედრო ბაზა; ფოტო: მარუტ ვანიანი/ნეტგაზეთი

რუსული სამხედრო ბაზა; ფოტო: მარუტ ვანიანი/ნეტგაზეთი

აზერბაიჯანმა სომხეთისა და მთიანი ყარაბაღის დამაკავშირებელი ლაჩინის კორიდორი 2022 წლის დეკემბერს ჩაკეტა. გზის ჩაკეტვის გამო ყარაბაღში ჰუმანიტარული კრიზისია. ეს კრიზისი განსაკუთრებით უკანასკნელ თვეებში გამწვავდა, როდესაც აზერბაიჯანმა გზაზე ოფიციალური გამშვები პუნქტი ჩადგა და წითელი ჯვრის მეშვეობით მხოლოდ მძიმე პაციენტებს ატარებს.

ადგილობრივები ამბობენ, რომ პოლიტიკური, სოციალური და ეკოლოგიური პრობლემების პირობებში ყარაბაღში დიდხანს ცხოვრებას ვერ შეძლებენ. რაც შეეხება საყოფაცხოვრებო პროდუქციას სომეხი მოსახლეობისთვის ყარაბაღში, აზერბაიჯანული მხარე აცხადებს, რომ მათ შეუძლიათ გამოიყენონ მარშრუტი აღდამი-ჰანქენდი.

2020 წლის სექტემბრამდე დე ფაქტო მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ტერიტორიის არსებული 11,450 კვ.კმ-დან აზერბაიჯანმა ომის დროს დაახლოებით 3,750 კვ.კმ დაიკავა და კიდევ 4,500 კვ.კმ 2020 წლის 10 ნოემბრის “სამმხრივი განცხადების” შესაბამისად მიიღო. კიდევ 250 კვ.კმ აზერბაიჯანმა სომხეთის ხელისუფლებასთან ზეპირი შეთანხმებებისა და 2021 წელს კიდევ ერთი სამხედრო შეტაკების შემდეგ აიღო. შესაბამისად, დღეს მთიანი ყარაბაღის დარჩენილი ტერიტორია 3 ათას კვ. კმ-ზე ნაკლებ ფართობს წარმოადგენს.

დღეს აზერბაიჯანის ხელისუფლებას სურს ყველანაირი ავტონომიის გარეშე მთიანი ყარაბაღის დარჩენილ ტერიტორიაზე სრული კონტროლის მიღება და მთიანი ყარაბაღიდან მესამე მხარის გასვლა. ეს შეეხება როგორც რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტს, ასევე, შესაძლო ევროპულ მისიას.

მასალების გადაბეჭდვის წესი