ახალი ამბები

რთველი 2023: სახელმწიფო ყურძენს 20 თეთრით დაასუბსიდირებს

21 ივლისი, 2023 • 1929
რთველი 2023: სახელმწიფო ყურძენს 20 თეთრით დაასუბსიდირებს

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, რთველის სუბსიდირება წელსაც გაგრძელდება და სახელმწიფო ყურძენს 20 თეთრით დაასუბსიდირებს. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება რთველის მოსამზადებელ შეხვედრაზე დღეს, 21 ივნისს მიიღეს.

შეხვედრაზე ასევე განისაზღვრა ყურძნის მინიმალური ფასიც. კერძოდ, 1 კილოგრამი ყურძენი სულ მცირე 90 თეთრი იქნება.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ შამუგიას განცხადებით, გასულ წელს ღვინის ექსპორტის ზრდამ 30% შეადგინა. ამასთან, გასულ წელს 66 ქვეყანაში ექსპორტზე 103 მილიონი ლიტრი ღვინო გავიდა და მისმა ღირებულებამ 252 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც, მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, რეკორდული მაჩვენებელია.

ადმინისტრაციის თანახმად, შეხვედრაზე ითქვა, რომ კლიმატური პირობების გამო მოსალოდნელია, რომ წელს ყურძნის მოსავლის ნაწილი არასათანადო ხარისხის იყოს.

“მთავრობის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო კომპანიები დაზიანებულ ყურძენსაც მიიღებენ და ჩაუბარებელი ყურძენი არ დარჩება”, — ნათქვამია მთავრობის განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი