ახალი ამბები

სახელმწიფო ყურძენს რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთშიც დაასუბსიდირებს – შამუგია

3 ოქტომბერი, 2022 • 584
სახელმწიფო ყურძენს რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთშიც დაასუბსიდირებს – შამუგია

სახელმწიფო რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში მუჯურეთულისა და ალექსანდროულის ჯიშის ყურძენს დაასუბსიდირებს. ამის შესახებ განცხადება მთავრობის სხდომის შემდეგ სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ გააკეთა.

მინისტრის განმარტებით, სუბსიდია შემდეგი პირობებით გაიცემა:

“ყველა ის საწამო, რომელიც მევენახისგან მიიღებს აღნიშნული ჯიშების არანაკლებ 3 ტონა ყურძენს და გადაიხდის არანაკლებ 7 ლარს, სახელმწიფოსგან სუბსიდიის სახით მიიღებს 4 ლარს”.

“ეს მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ პირველ რიგში, ყველა მევენახემ შეძლოს მოსავლის დაბინავება და შემოსავლის მიღება და ასევე, მეტი სტიმული მივცეთ კერძო სექტორს, კერძო საწარმოებს იმისთვის, რომ მათ ფაქტობრივად სრულად შეიძინონ იქ მოწეული მოსავალი და სახელმწიფო საწარმოს მინიმალურად ან საერთოდ არ მოუწიოს ამ პროცესში ჩარევა”, – განახადა შამუგიამ.

მისი თქმით, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთის რეგიონში, წინასწარი მონაცემებით, 1500-დან 1700 ტონამდე აღნიშნული ჯიშების მოსავალს ელიან.

შამუგიამ ასევე აღნიშნა, რომ გასულ წელს საწარმოების მიერ გადახდილ 7 ლარზე სახელმწიფო 3 ლარს ასუბსიდირებდა, საბოლოოდ კი სახელმწიფოს მოუწია დარჩენილი ყურძნის შესყიდვა, რის გამოც წელს სუბსიდიის თანხა გაიზარდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი