ახალი ამბები

„მე მხარს ვუჭერ მშრომელ და პატიოსან ადამიანებს“ — ქათამაძე კურიერების აქციაზე მივიდა

7 აპრილი, 2023 • 3260
„მე მხარს ვუჭერ მშრომელ და პატიოსან ადამიანებს“ — ქათამაძე კურიერების აქციაზე მივიდა

6 აპრილს თბილისში, მთავრობის კანცელარიასთან, კურიერებმა საპროტესტო აქცია გამართეს. აქციაზე მისული იყო მუსიკოსი ნინო ქათამაძეც.

„მე მხარს ვუჭერ მშრომელ და პატიოსან ადამიანებს, რომელთა პროფესიონალური მომსახურების გარეშე ჩვენი ცხოვრების ყოველდღიურობა ვერ წარმომიდგენია. თუმცა მათი სამუშაო მაღალ რისკთან ასოცირდება ჩვენი ქალაქისა და გზების მოწყობიდან გამომდინარე, არც მძღოლები ვართ მათი სკუტერების მიმართ მთლად კეთილგანწყობილნი.

ჩემი სოლიდარობა კურიერებს, მაგარ ბიჭებსა და გოგოებს. ვინც შრომობს, იმსახურებს ღირსეულ სამუშაო პირობებს, ნორმალურ ანაზღაურებას და, რაც მთავარია, სამედიცინო დაზღვევას. უბრალოდ, სირცხვილია, როდესაც ამ მინიმუმზე საპროტესტო გამოსვლა გვიწევს, მაგრამ ბროძოლას აქვს აზრი, როდესაც ამდენ ჯანსაღ და მაგარ ადამიანს ვუყურებ. იმსახურებენ პატივისცემას და უსაფრთხოებას, თავიანთი პატარა მოპედებით, ველოსიპედებით და თუნდაც ფეხით გადაადგილებისას“, — წერს ნინო ქათამაძე პირად ფეისბუკგვერდზე.

„ვოლტის“ კურიერები უკვე რამდენიმე კვირაა, ითხოვენ სამუშაო პირობების გაუმჯობესებას, რაც გულისხმობს, მათ შორის, ანაზღაურების სქემის შეცვლას, სამედიცინო დაზღვევას და ა.შ. გაფიცულ კურიერებსა და კომპანიას შორის შეთანხმება ამ დრომდე არ არის მიღწეული.

მასალების გადაბეჭდვის წესი