ახალი ამბები

ნინო ქათამაძე კიევში საქველმოქმედო კონცერტს გამართავს

28 აპრილი, 2023 • 978
ნინო ქათამაძე კიევში საქველმოქმედო კონცერტს გამართავს

ქართველი მომღერალი ნინო ქათამაძე კიევში საქველმოქმედო კონცერტს გამართავს.

ღონისძიება უკრაინის დედაქალაქში 28 და 29 აპრილსაა დაგეგმილი და, როგორც ნინო ქათამაძე „მთავარ არხთან“ საუბრისას ამბობს, შემოსული თანხა ომის შედეგად იძულებით გადაადგილებულ პირებსა და უკრაინელ ბავშვებს მოხმარდებათ.

მომღერალი აღნიშნავს, რომ განსხვავებული იქნება სივრცეც, სადაც კონცერტის ჩატარება იგეგმება, რადგანაც უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, შენობას უნდა ჰქონდეს თავშესაფარი დაბომბვის დაწყების შემთხვევისთვის.

ქათამაძე აღნიშნავს, რომ საღამო იმითაც იქნება მნიშვნელოვანი, რომ მასში მონაწილეობას მიიღებენ ნატალია ნაყოფია და მისი ბენდიც.

მასალების გადაბეჭდვის წესი