ახალი ამბებიხელოვნება

„ჩემი ოთახი” – ახალგაზრდული ჟიურის პრიზი ჟენევის კინოფესტივალზე

20 მარტი, 2023 • 2258
„ჩემი ოთახი” – ახალგაზრდული ჟიურის პრიზი ჟენევის კინოფესტივალზე

სოსო ბლიაძის მეორე სრულმეტრაჟიანი ფილმი „ჩემი ოთახი” დაჯილდოვდა  ჟენევის 21-ე საერთაშორისო კინოფესტივალსა და ადამიანის უფლებათა ფორუმზე. სურათი მონაწილეობას იღებდა მხატვრული ფილმების კონკურსში. „ჩემი ოთახი” გამოარჩია კინოფესტივალის ახალგაზრდულმა ჟიურიმ:

„ჩვენი აზრით, ფილმი კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ გადააზრებისა და განათლების გზით შესაძლებელია თავი დააღწიო კონსერვატიულ საზოგადოებასა და ტრადიციებს. ფილმში ერთმანეთს თანაბარზომიერად ერწყმის ურთიერთნდობა და იუმორი”, – ასეთია ნაწყვეტი ფილმის შეფასებიდან.

ფილმს აქამდე მოპოვებული აქვს ჯილდოები „კარლოვი-ვარის“„კიოლნის“„ბელფასტის“„ევროპულ“  და თბილისის  კინოფესტივალებზე.

„ჩემი ოთახის” ნახვა შესაძლებელია საქართველოს კინოთეატრებში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი