ახალი ამბები

თბილისის 23-ე საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებულები გამოვლინდა

10 დეკემბერი, 2022 • 1375
თბილისის 23-ე საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებულები გამოვლინდა

თბილისის 23-ე საერთაშორისო კინოფესტივალის დახურვის ცერემონიაზე საერთაშორისო ჟიურიმ გამარჯვებულები გამოავლინა.

ფესტივალის მთავარი ჯილდო „ოქროს პრომეთე“ საუკეთესო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმისათვის, სოსო ბლიაძის ფილმს – „ჩემი ოთახი“- გადაეცა.

თბილისის საერთაშორისო კონოფესტივალის გამარჯვებულთა სია ასე გამოიყურება:

  • „ოქროს პრომეთე“ საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმისათვის – “ჰეი, გუნეშ!“ (რეჟისორები: ანა ჯეგნარაძე, მარიტა თევზაძე)
  • „ოქროს პრომეთე“ საუკეთესო სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმისათვის – “სახელმწიფო სახელმწიფოში“ (რეჟისორი თეკლა ასლანიშვილი)
  • „ოქროს პრომეთე“ საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმისათვის – “ჩემი მეგობარი ანდრო“ (რეჟისორი კატალინა ბაქრაძე)

ჟიურის სპეციალური პრიზი – „განსაკუთრებული აღნიშვნა“ გადაეცათ შემდეგ ფილმებს:

  • „დრამერი“ – რეჟისორი კოტე კალანდაძე
  • „მაინც ვითამაშებთ“ – რეჟისორი გიორგი ვარსიმაშვილი
  • „ქრისტე ჩიტი (ნათლობა იორდანეში)“ – რეჟისორი მიხეილ კვირიკაძე
  • „აქსელი“ – რეჟისორი ლევან უჩანეიშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი