ახალი ამბებიკინო

“ჩემი ოთახი” მოხვდა ბრიტანული კინოინსტიტუტის 2022 წლის 50 საუკეთესო ფილმში

21 დეკემბერი, 2022 • 869
“ჩემი ოთახი” მოხვდა ბრიტანული კინოინსტიტუტის 2022 წლის 50 საუკეთესო ფილმში

ბრიტანეთის კინოინსტიტუტმა გამოავლინა 2022 წლის 50 საუკეთესო ფილმი. სურათების შერჩევაში მონაწილეობა მიიღო 93-მა  კინომცოდნემ. სიაში მოხვდა სოსო ბლიაძის მეორე სრულმეტრაჟიანი ფილმი “ჩემი ოთახი”. ქართული ფილმი იკავებს სიის 49-ე ადგილს.

“ბლიაძის მეორე სრულმეტრაჟიან ფილმში ნაჩვენებია ორი, ერთმანეთისგან განსხვავებული ახალგაზრდა ქალის ემოციური და პოლიტიკური გამოღვიძების პროცესი, რომლებიც იძულებულნი არიან გაიზიარონ ბინა პატრიარქალურ, პანდემიურ საქართველოში”, – წერია ფილმის შეფასებაში.

ფილმმა “ჩემი ოთახი” 2022 წელს მოიპოვა პრიზები „კარლოვი-ვარის“„კიოლნის“„ბელფასტის“ ,„ევროპულ“  და “თბილისის საერთაშორისო” კინოფესტივალებზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი