ახალი ამბები

ქართველმა მსახიობებმა კარლოვი ვარის კინოფესტივალზე ქალის მთავარი ჯილდო მიიღეს [ფოტოები]

10 ივლისი, 2022 • 2939
ქართველმა მსახიობებმა კარლოვი ვარის კინოფესტივალზე ქალის მთავარი ჯილდო მიიღეს [ფოტოები]

ქართველი მსახიობებისთვის წარმატებული გამოდგა კარლოვი ვარის 56-ე საერთაშორისო კინოფესტივალის დაჯილდოება, რომელიც 9 ივლისს, ჩეხეთში გაიმართა.

იოსებ ბლიაძის ფილმში „ჩემი ოთახი“ შესრულებული როლისთვის საუკეთესო ქალი მსახიობის ჯილდო გადაეცათ მსახიობებს, თაკი მუმლაძესა და მარიამ ხუნდაძეს.

ქართველ მსახიობებს კინოფესტივალის დახურვის ცერემონიაზე ჯილდო მსახიობმა ბენისიო დელ ტორომ გადასცა.

ქართველი მსახიობების დაჯილდოება. ფოტო: EPA-EFE/MARTIN DIVISEK

მარცხნიდან: თაკი მუმლაძე, მარიამ ხუნდაძე და იოსებ (სოსო) ბლიაძე. ფოტო: EPA-EFE/MARTIN DIVISEK

მარიამ ხუნდაძე. ფოტო: EPA-EFE/MARTIN DIVISEK

მარიამ ხუნდაძე და თაკი მუმლაძე. EPA-EFE/MARTIN DIVISEK

მთავარ ფოტოზე: კარლოვი ვარის 56-ე საერთაშორისო კინოფესტივალი. მარიამ ხუნდაძე (ცენტრში), თაკი მუმლაძე (მარცხნივ) და ბენისიო დელ ტორო, რომელიც პრიზს გადასცემს ქართველ მსახიობებს. ფოტო: EPA-EFE/MARTIN DIVISEK

მასალების გადაბეჭდვის წესი