აფიშაახალი ამბები

ფილმი „ჩემი ოთახი” საქართველოს კინოეკრანებზე

1 მარტი, 2023 • 1140
ფილმი „ჩემი ოთახი”  საქართველოს კინოეკრანებზე

2 მარტიდან კინოეკრანებზე გამოვა ფილმი „ჩემი ოთახი“. სურათის პრემიერა გაიმართება 19:30 საათზე კინოთეატრ ამირანში. ჩვენებას დაესწრებიან შემოქმედებითი ჯგუფის წევრები.

„კარლოვი-ვარის“„კიოლნის“„ბელფასტის“„ევროპულ“  და თბილისის კინოფესტივალებზე მოპოვებული ჯილდოების შემდეგ, მაყურებელს ექნება საშუალება,  დიდ ეკრანზე იხილოს სოსო ბლიაძის მეორე სრულმეტრაჟიანი ფილმი  „ჩემი ოთახი“.

პანდემიისას, დაფინანსების გარეშე გადაღებული უბიუჯეტო ფილმის სცენარი ეკუთვნით მთავარი როლის შემსრულებელ თაკი მუმლაძესა და ფილმის რეჟისორ სოსო ბლიაძეს. ორი განსხვავებული გოგოს თანაცხოვრების ამსახველი სურათი, პირველ ყოვლისა, აჩენს ახალი და თვითმყოფადი ხმის გაჟღერების მოლოდინს თანამედროვე ქართულ კინოში. ფილმის სათაურიც ხომ ირიბი თუ პირდაპირი ასოციაციაა ვირჯინია ვულფის საკვანძო ფემინისტური ტექსტისა „საკუთარი ოთახი“ (ინგლ. A Room of One’s Own).

ბილეთები – kinoafisha.ge

მასალების გადაბეჭდვის წესი