ახალი ამბები

უმძიმესი და უბინძურესი პროვოკაციაა – იონათამიშვილი კასიანოვის განცხადებაზე

24 თებერვალი, 2023 • 1684
უმძიმესი და უბინძურესი პროვოკაციაა – იონათამიშვილი კასიანოვის განცხადებაზე

„ქართული ოცნების“ წევრი რატი იონათამიშვილი „უბინძურეს პროვოკაციას“ უწოდებს უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის, ანდრეი კასიანოვის განცხადებას.

მისი თქმით, მმართველი გუნდი მსგავს „პროვოკაციებს“ არასდროს აჰყვება.

„ეს არის უმძიმესი და უბინძურესი პროვოკაცია, განსაკუთრებით მიუღებელია, რომ მსგავსი პროვოკაცია უკრაინის ომის წლისთავზე კეთდება. გარდა ამისა, ჩვენ დღეს პროვოკაციების მთელი კასკადი ვნახეთ, უბრალოდ, აღარ ჩავუღრმავდები ამ საკითხს. ფაქტია, რომ ამას არ უნდა ავყვეთ, რადგან ვიცით, ეს რა შედეგამდეც მიგვიყვანს და როგორი ბინძური პროვოკაციებიც არ უნდა იყოს, ამას არასდროს ავყვებით“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.


საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ანდრეი კასიანოვი ომში რუსეთის უპირატესობასა და 10 დასახლების აღებასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის განცხადებას პრორუსულად აფასებს.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ მოქმედი დეპუტატი „აგრძელებს სამხედრო დამნაშავე შოიგუს დაკრულზე ცეკვას უკრაინელი ხალხისა და ქართველი მოხალისეების სისხლზე”.

კასიანოვმა ასევე გააკტირიკა პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. მან მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილის მესიჯის შეფასებისას განაცხადა, რომ „ქართული დელეგაცია სხვა კონფერენციას დაესწრო“.

მასალების გადაბეჭდვის წესი