ახალი ამბები

იმ ელჩებში არ იქნება, ვისთანაც მეგობრობას გავაგრძელებ – იონათამიშვილი დეგნანზე

22 აგვისტო, 2023 • 2897
იმ ელჩებში არ იქნება, ვისთანაც მეგობრობას გავაგრძელებ – იონათამიშვილი დეგნანზე

„ქართული ოცნების“ წევრი, დეპუტატი რატი იონათამიშვილი აცხადებს, რომ აშშ-ის ელჩ კელი დეგნანთან, რომელსაც საქართველოში დიპლომატიური მისია ამოეწურა, მეგობრობას არ გააგრძელებს.

„აშშ-ის არაერთ ელჩს ვიცნობდი პირადად, მათ შორის ზოგიერთთან შეიძლება დღესაც ვმეგობრობდე და ეს მნიშვნელოვანია ჩემთვის. მის მიმართ [კელი დეგნანის] ძალიან დადებითი განწყობა მქონდა პირველივე დღეებიდან, მაგრამ, სამწუხაროდ, ის იმ ელჩებში არ იქნება, ვისთანაც მეგობრობას გავაგრძელებ“,- განაცხადა იონათამიშვილმა.

მანამდე „ქართული ოცნების“ წევრმა ირაკლი ზარქუამ აშშ-ის ელჩ კელი დეგნანს „მავნებელი“ უწოდა. ზარქუა ელჩს ადანაშაულებს პოლარიზაციის გაღრმავებასა და ქვეყანაში რევოლუციური ტალღის აგორების ხელშეწყობაში. როგორც ზარქუა ამბობს, კელი დეგნანი, როგორ ელჩი, „ვერ შედგა“.


აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი, რომელსაც საქართველოში თავის დიპლომატიური მისია ამოეწურა, არაერთხელ გამხდარა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების ბრალდებებისა და  კრიტიკის ობიექტი.

თავად ელჩმა თავის ბოლო ინტერვიში „რადიო თავისუფლებასთან“  მმართველი გუნდის მხრიდან მის მიმართ კრიტიკაზეც ისაუბრა. ელჩის თქმით, „პოლიტიკოსები ამბობენ, რაც უნდა თქვან – მაშინაც კი, როცა იციან, რომ ეს არ არის სიმართლე“.

მასალების გადაბეჭდვის წესი