ახალი ამბები

ცესკო: პრეზიდენტს და ”იმედს” კანონი არ დაურღვევიათ

1 ივნისი, 2010 • 1227
ცესკო:  პრეზიდენტს და ”იმედს”  კანონი არ დაურღვევიათ

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პრეზიდენტის წინააღმდეგ შეტანილი საჩივარი არ დააკმაყოფილა.  საჩივარი ცესკოში  30 მაისს საარჩევნო უბანზე პრეზიდენტის მიერ გაკეთებული გაცხადების გამო   არასამათავრობო ორგანიაზაციამ შეიტანა.  

საჩივარი არასამთავრობო ორგანიზაციამ ”ჯანმრთელი სამყარო” შეიტანა. ორგანიზაციის წარმომადგენელმა, ადვოკატმა დავით მარიამიძემ განაცხადა, რომ პრეზიდენტის მიერ ჟურნალისტებისთვის მიცემული ინტერვიუ საარჩევნო კოდექსის 51-ე მუხლის მე-6 პუნქტის დარღვევა იყო.

მიხეილ სააკაშვილმა საარჩევნო უბანზე ყოფნისას ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მიღწევებზე ისაუბრა. მან ასევე განაცხადა, ”დარწმუნებული ვარ, დედაქალაქში გიგი უგულავა და ნაციონალური მოძრაობა გაიმარჯვებენ ამ არჩევნებში.”

დავით მარიამიძე ცესკოს ხსდომაზე თავისი საჩივრის დაცვას ცდილობდა და მოითხოვდა საქართველოს პრეზიდენტისა და ტელეკომპანია ”იმედის” დასჯას.

მარიამიძის განცხადებით, ტელეკომპანია “იმედმა”  საარჩვნო კოდექსის  73-ე მუხლის მე-3 პუნქტი დაარღვია პრეზიდენტის  ”შეფარული აგიტაციის ეთერში გაშვების გამო.”

საქართველოს საარჩევნო კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამბობს, რომ ”კენჭისყრის წინა დღის 24 საათის შემდეგ, აკრძალულია წინასაარჩევნო ფასიანი ანდა უფასო რეკლამის განთავსება ტელევიზიის და რადიოს ეთერის მეშვეობით.”

ცესკომ საჩივარი არ დააკმაყოფილა. ცესკოს წევრებმა პრეზიდენტის განცხადება არც ფასიან და არც უფასო რეკლამას არ მიაკუთვნეს.

ცესკოში ”თოფაძე-მრეწველების” წარმომადგენელმა გიორგი ჯავახიშვილმა დადებითად შეაფასა ცესკოს რეაგირება აღნიშნულ საჩივარზე. მისი განცხადებით, მოსარჩლეს მიერ მიერ გასაჩივრებული მუხლები არ დარღვეულა.

ზემოაღნიშნული საჩივრის აგარდა, სხდომაზე კიდევ 7 საჩივარი განიხილეს.

ამათგან 5 საჩივარი ერთსა და იმავე საკითხს- საარჩევნო უბნებზე ბიულეტენების და სპეციალური კონვერტების დაგვიანებით მიტანას შეეხებოდა.

სარჩევნო კოდექსის 54-ე მუხლის მე-9 პუნქტის მიხედვით, ”ცესკო კენჭისყრამდე არა უგვიანეს 2 დღისა საოლქო საარჩევნო კომისიებს გადასცემს საარჩევნო ბიულეტენებსა და სპეციალურ კონვერტებს. თავის მხრივ, საოლქო საარჩევნო კომისია საარჩევნო ბიულეტენებსა და სპეციალურ კონვერტებს კენჭისყრის დაწყებამდე არა უგვიანეს 12 საათისა გადასცემს საუბნო საარჩევნო კომისიებს.”

 

ზურაბ ხარატიშვილმა განაცხდა, რომ  ბიულეტენების დაგვიანება არ არის საოლქო კომისიების ბრალი. საოლქო კომისიებს დაბეჭდილ ბიულეტენებს გადასცემს სტამბა. ხარატიშვილის თქმით, სტამბას გაუფუჭდა სტეპლეტის დანადგარი და ამის გამო თავის დროზე ვერ  მოამარაგა საოლქო კომისიები.

ცესკოს თავმჯდომარის განცხადებით, სტამბას ჯერ არ დაუსაბუთბია, რა მიზეზით ვერ შეძლო პრობლემის მოგვარება.

”ალიანსი საქართველოსთვის” წევრის იზოლდა გუმბერიძის საჩივარში აღნიშნული იყო, რომ საარჩევნო უბნებზე მიდიოდნენ მარკირებაგავლილი ამომრჩვლები ხმის მისაცემად. საჩივარში, ასევე, ნათქვამი იყო, რომ ერთიანი ნაციონალურ მოძრაობის კოორდინატორები ამომრჩევლებზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენდნენ.

სხდომაზე ალიანსის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მას აქვს დამადასტურებელი ვიდეო მასალა. სხდომის წევრების აზრთა სხვადასხაობის მიუხედავად, ზურაბ ხარატიშვილმა ნება დართო ალიანსის წარმომადგენელს, დღეს წარადგინოს მის მიერ დასახელებული ვიდეომასალა.

ზურაბ ხარატიშვილის განცხადებით, მორიგი სხდომა საჩივრების განსახილველად დღეს ჩატარდება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი