ახალი ამბები

„არ დაკარგოთ იმედი“ – ვაკარჩუკმა სააკაშვილს წერილი გამოუგზავნა

9 იანვარი, 2023 •
„არ დაკარგოთ იმედი“ – ვაკარჩუკმა სააკაშვილს წერილი გამოუგზავნა

უკრაინული ჯგუფის Океан Ельзи-ის სოლისტმა სვიატოსლავ ვაკარჩუკმა მიხეილ სააკაშვილს წერილი გამოუგზავნა, სადაც სააკაშვილს ამხნევებს და წერს, რომ იმედი არ დაკარგოს.

ვაკარჩუკის წერილი მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქის გვერდზე გამოქვეყნდა.

„ძვირფასო მიხეილ, შობის ამ დღეებში გისურვებთ ძალას ყველა განსაცდელის დასაძლევად და, რაც მთავარია, ჯანმრთელობას. პირველ რიგში, ფიზიკურ ძალას. ასევე, სულიერს, რადგან როგორც ყველა განსაცდელი, რომელსაც ჩვენ ღირსეულად ვუმკლავდებით, გვიხსნის გზას სინათლის სიბნელეზე გამარჯვებისკენ.

მე არ ვამბობ “გამაგრდით”, რადგან თქვენ ამას ისედაც აკეთებთ. გისურვებთ, არ დაკარგოთ იმედი, რომ რაც შეიძლება მალე დაბრუნდებით საყვარელ ადამიანებთან. ღმერთი გფარავდეთ!“, – წერს ვაკარჩუკი სააკაშვილს.

ფაქტები მოკლედ:

მასალების გადაბეჭდვის წესი