ახალი ამბები

ერმაკი საქართველოს მთავრობას სააკაშვილის სათანადო სამედიცინო დახმარებისკენ მოუწოდებს

21 დეკემბერი, 2022 •
ერმაკი საქართველოს მთავრობას სააკაშვილის სათანადო სამედიცინო დახმარებისკენ მოუწოდებს

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი საქართველოს  ხელისუფლებას ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის სათანადო სამედიცინო დახმარების გაწევისკენ მოუწოდებს.

„მიხეილ სააკაშვილი რთულ ვითარებაში 55 წლის იუბილეს აღნიშნავს. უკრაინა კიდევ ერთხელ მიმართავს საქართველოს ხელისუფლებას, უკრაინის მოქალაქეს სათანადო სამედიცინო დახმარება გაუწიოს. ვუსურვებ მიხეილ სააკაშვილს ძალას, სიმტკიცეს და სწრაფად გამოჯანმრთელებას. დაე, ყველა თქვენი უბედურება წარსულში დარჩეს, რაც შეიძლება მალე“, — წერს ერმაკი.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კი საქართველოს მთავრობას მიმართა და მოუწოდა, მიხეილ სააკაშვილი საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაიყვანონ. ზელენსკის მოწოდებას შეუერთა მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუც.

ჰააგამ გამამართლა და ქართულმა სასამართლომ შეიძლება სიკვდილი მომისაჯოს – სააკაშვილი

მოლდოვა უერთდება ზელენსკის მოწოდებას სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანაზე

 

მასალების გადაბეჭდვის წესი