ახალი ამბები

მოლდოვა უერთდება ზელენსკის მოწოდებას სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანაზე

21 დეკემბერი, 2022 • 757
მოლდოვა უერთდება ზელენსკის მოწოდებას სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანაზე

მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, მიხეილ სააკაშვილს საზღვარგარეთ მკურნალობის ნება დართონ.

სააკაშვილის საკითხს მაია სანდუ Twitter-ზე კიდევ ერთხელ ეხმაურება.

„მაწუხებს სააკაშვილის სიცოცხლისათვის საშიში გართულებები, რომლებიც მისი პატიმრობიდან გამომდინარეობს. მოლდოვა უერთდება
პრეზიდენტ ზელენსკის მოწოდებას საქართველოს მთავრობისადმი, რომ ყოფილ პრეზიდენტს ჯანდაცვის მიზნით საზღვარგარეთ სამკურნალოდ წასვლის უფლება მისცენ“, — წერს მაია სანდუ.

მანამდე, 4 დეკემბერს მაია სანდუმ დაწერა, რომ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის სწრაფი გაუარესებით და სიტუაციის სიმძიმე მოითხოვს სააკაშვილის სასწრაფო გადაყვანას შესაბამის საავადმყოფოში მისი სიცოცხლის გადასარჩენად.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კი საქართველოს მთავრობას მიმართა და მოუწოდა, მიხეილ სააკაშვილი საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაიყვანონ.

ჰააგამ გამამართლა და ქართულმა სასამართლომ შეიძლება სიკვდილი მომისაჯოს – სააკაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი