ავტორი: ზაზა ბურჭულაძე
ბევრი ლაპარაკი აღარ არის საჭირო. ყველამ ყველაფერი გაიგო. იმანაც კი, ვინც ვერაფერი გაიგო. ახლა ისეთი დროა, ვერგაგებაც გაგებად გეთვლება კაცს.
გავიხსენოთ გოიას „სატურნი“. ნუთუ არავის გაგონებს შეშლილი მონსტრი, თავის შვილს რომ ჭამს? დააკვირდი თვალებში და ყველაფერს მიხვდები, თუნდაც ვერაფერს ხვდებოდე.
აღარ აქვს მნიშვნელობა, ვინ საით დგას.
ასეთ ლამაზ ახალგაზრდებზე როგორ უნდა აწიო ხელი?
ნუ შევაჭმევინებთ ქვეყანას შეშლილს.

გოია – “სატურნი ჭამს თავის შვილს”