ახალი ამბები

სტამბოლში აფეთქების მსხვერპლთა რიცხვი გაიზარდა 4-მდე, დაშვებულებისა – 38-მდე

13 ნოემბერი, 2022 • 1493
სტამბოლში აფეთქების მსხვერპლთა რიცხვი გაიზარდა 4-მდე, დაშვებულებისა – 38-მდე

სტამბოლში აფეთქების მსხვერპლთა დაზუსტებული რიცხვი იზრდება.

ამ დროისთვის, დაზუსტებული მონაცემებით, დაღუპულია 4 ადამიანი, ხოლო დაშავდა 38 პირი.

ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს გუბერნატორ ალი ერლიკაიაზე დაყრდნობით.

აფეთქებას სტამბოლში, ქალაქის ცენტრში, ქვეითებით დატვირთულ ისტიკლალის ქუჩაზე, ტაქსიმის მოედნის სიახლოვეს მოხდა.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სასწრაფო დახმარების მანქანები.

ქალაქის მერის, ეკრემ იმამოღლუს თქმით, აფეთქება 16:20 საათზე მოხდა.

ჯერჯერობით აფეთქების ოფიციალური მიზეზი სამთავრობო უწყებებს არ უთქვამთ.

გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ აფეთქება მოულოდნელად შუა ქუჩაში ხდება, რის შემდეგაც მოქალაქეები გარბიან. კადრებში ასევე ჩანს, სავარაუდოდ, რამდენიმე ადამიანის ცხედარი და რამდენიმე დაშავებული.

მერი იმამოღლუ აცხადებს, რომ „საჭიროა პოლიციასა და სასწრაფოს დავეხმაროთ“ და მოსახლეობას მოუწოდა, თავი შეიკავონ „პოსტების დადებისაგან, რამაც შეიძლება შიში და პანიკა გამოიწვიოს“.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი