ახალი ამბები

[სანქციების შემდეგ] ალბათ, აფხაზეთის აღიარებას დაიწყებენ – სარჯველაძე უკრაინაზე

20 ოქტომბერი, 2022 • 1076
[სანქციების შემდეგ] ალბათ, აფხაზეთის აღიარებას დაიწყებენ – სარჯველაძე უკრაინაზე

მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც უკრაინამ სხვა პირებთან ერთად ბიძინა ივანიშვილის გარემოცვა „დაასანქცირა“, შესაძლოა, აფხაზეთიც აღიაროს.

სარჯველაძემ დღეს ჟურნალისტებს უთხრა, რომ ამ გადაწყვეტილების შემოქმედები არიან ისინი, „ვინც ითხოვდა მეორე ფრონტს“.

„რაკი ვერ მიაღწიეს პირდაპირი მოთხოვნების წარმოდგენით, ახლა, როგორც ჩანს, ამ სტრატეგიას მიაგნეს. ცუდია ასეთი გადაწყვეტილებების არჩევა და ამის შემდეგ რა უნდა იყოს მოსალოდნელი, ალბათ, დაადგებიან იმ გზას, როდესაც აფხაზეთის აღიარებას დაიწყებენ ან არ ვიცი, რაიმე უცნაურ გადაწყვეტილებას მიღებენ“, – აცხადებს ის.

მისივე თქმით, ვერავინ დააკონკრეტებს, თუ რა გახდა „დასანქცირების“ მიზეზი.

„სახელმწიფოში სადაც ადამიანის უფლებების დაცვას ანდობ ზურაბ ადეიშვილს, გასაგებია, იმ სახელმწიფოსთვის ასე ჩანდეს, რომ სანქცია უნდა გავრცელდეს, ვინმეს მიმართ, ვისაც არავითარი ბრალი შეიძლება არ მიუძღოდეს“, – დასძინა მან. მისივე თქმით, უკრაინა დუმდა მას შემდეგ, რაც ხელისუფლების წარმომადგენლებმა სთხოვეს უკრაინის მაღალჩინოსნებს, აეხსნათ საქართველოს მიმართ გახმიანებული არაერთი ბრალდება.


უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ბრძანება, რომლის თანახმადაც, სანქციები ასევე გავრცელდება ივანიშვილის გარემოცვასა და სხვა პირებზე.

ბრძანება ძალაში გამოქვეყნებისთანავე შევიდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი