უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ბრძანება, რომლის თანახმადაც, სანქციები ასევე გავრცელდება ივანიშვილის გარემოცვასა და სხვა პირებზე.
ბრძანება ძალაში გამოქვეყნებისთანავე შევიდა.
19 ოქტომბერს გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, სანქციები შეეხება ბიძინა ივანიშვილის ძმას, ალექსანდრე ივანიშვილს და მის მეუღლეს, ქეთევან ხარაიძეს.
ასევე, უჩა მამაცაშვილს, რომელიც ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილია, და ტიტე მამაცაშვილს, რომელიც უჩა მამაცაშვილის შვილია.
გარდა ამისა, სანქციები ასევე შეეხება კიდევ არაერთ ადამიანს, რომელთა შორის არიან ქართული წარმომავლობის ბიზნესმენები:
- დავით იაკობაშვილი, რომლის კომპანია „პეტროკას ენერჯი გრუპი“ ფლობს ფოთის ნავთობტერმინალს, გალფის ბენზინგასამართი სადგურების ქსელს;
- რუსეთში მოქმედი ბიზნესმენი ალექსანდრე ჯაფარიძეს, რომლის ქონებაც, „ფორბსის“ მონაცემებით, მილიარდ დოლარს აღწევს.
- სანქცირებულთა სიაშია ალექსანდრე ჯაფარიძის შვილი, გიორგი ჯაფარიძეც. ჯაფარიძეების ოჯახი რუსეთში ნავთობსაბურღ კომპანიას ფლობს, რომელიც ნავთობს, ძირითადად, „ლუკოილისთვის“ მოიპოვებს.
სანქციები გულისხმობს აქტივების დაბლოკვას, ეკონომიკურ აქტივობებში ჩართვის აკრძალვას, უკრაინის ტერიტორიაზე ოპერირების აკრძალვას, ლიცენზიების გაუქმებასა და სხვა ეკონომიკურ შეზღუდვებს.