ახალი ამბები

სამინისტრო სამივე მიმართულებით კეთილსინდისიერად მუშაობს, ვისაც არ მოსწონს, მისი პრობლემაა – წულუკიანი

11 ოქტომბერი, 2022 • 642
სამინისტრო სამივე მიმართულებით კეთილსინდისიერად მუშაობს, ვისაც არ მოსწონს, მისი პრობლემაა – წულუკიანი

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი თეა წულუკიანი აცხადებს, რომ მისი გუნდი სამივე მიმართულებით კეთილსინდისიერად მუშაობს და ვისაც ეს არ მოსწონს, მისი პრობლემაა და არა სამინისტროსი.

ასე გამოეხმაურა წულუკიანი კრივის ფედერაციის წარმომადგენლების მოთხოვნას, რომ სპორტი კულტურის სამინისტროსგან გამოიყოს.

წულუკიანის თქმით, ეს გადაწყვეტილება მთავრობის მისაღებია.

„გადაწყვეტილებას იღებს მთავრობა და არა რომელიმე კონკრეტული მინისტრი. მე მხოლოდ შემიძლია ვთქვა, რომ იქნება ეს კულტურის, სპორტისა თუ ახალგაზრდობის მიმართულებით, ეს კონკრეტული მინისტრი, ჩემს თავზე ვსაუბრობ ამ მომენტში, ჩემი მოადგილეები და მთელი სამინისტროს გუნდი, სამივე მიმართულებით კეთილსინდისიერად მუშაობს, არის მოწოდებული ხელშეწყობისკენ თითოეული შემოქმედისა და სპორტსმენი ადამიანის, ახალგაზრდების, და ვისაც ეს არ მოსწონს, ეს მისი პრობლემაა და არა ამ სამინისტროსი“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.


კრივის ფედერაციის პრეზიდენტი დავით წიკლაური, ვეტერანი მოკრივეები, სპორტის სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები, დღეს, 11 ოქტომბერს, ლისის ტბაზე შეიკრიბნენ და პრემიერ-მინისტრსა და საზოგადოებას მიმართეს.

კულტურის სამინისტროსგან სპორტის  გამოყოფის მოთხოვნას წინ უძღოდა დაპირისპირება კულტურის მინისტრსა და კრივის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტს შორის. თეა წულუკიანმა განაცხადა, ომ რდავით წიკლაურმა მასზე „დასარტყმელად გაიწია“. დავით წიკლაური წულუკიანის ბრალდებას ცილისწამებას უწოდებს.

ამ თემაზე:

„უზრდელო, თავხედო, დაახვიე ახლა აქედანო“ — წიკლაური წულუკიანთან დაპირისპირებაზე

კრივის ფედერაციის პრეზიდენტი ცილისწმებას უწოდებს წულუკიანის ბრალდებას

ჩემზე დასარტყმელად კრივის ფედერაციის ხელმძღვანელმა გაიწია — წულუკიანი

წულუკიანი ამჯერად მოკრივეებს უტევს — „აირჩიეთ ახალი ხელმძღვანელი“

მასალების გადაბეჭდვის წესი