ახალი ამბები

ლუკაშენკო: პუტინთან შევთანხმდი საზღვარზე ძალების განთავსებაზე

10 ოქტომბერი, 2022 • 707
ლუკაშენკო: პუტინთან შევთანხმდი საზღვარზე ძალების განთავსებაზე

ბელარუსის ლიდერის, ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით, მან და რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მიაღწიეს ერთობლივ შეთანხმებას „სამოკავშირეო სახელმწიფოს დასავლეთ საზღვარზე რეგიონული ძალების განთავრების შესახებ“.

ინფორმაციას რუსული Ria Novosti ავრცელებს.

სავარაუოდოა, რომ ლუკაშენკო დასავლეთ საზღვარში გულისხმობს ბელარუსი-პოლონეთის სახელმწიფო საზღვარს.

„სამოკავშირეო სახელმწიფოს დასავლეთ საზღვარზე ვითარების გამწვავებასთან დაკავშირებით ჩვენ შევთანხმდით, რომ გავაგზავნოთ ერთობლივი, რუსული და ბელარუსული რეგიონული ძალები“, – განაცხადა ლუკაშენკომ.

ბელარუსსა და რუსეთს შორის სამოკავშირეო სახელმწიფოს შექმნის შესახებ შეთანხმებას ხელი ჯერ კიდევ 1990-იან წლებში მოეწერა, შეთანხმების ცალკეული მუხლების რატიფიცირება კვლავ გრძელდება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი