თბილისში მარიუპოლელი რეჟისორებისა და არტისტების დამოუკიდებელი კოლექტივის, Freefilmers Mariupol ფილმების კვირეული გაიმართება.
ჩვენებები 13, 15 და 20 სექტემბერს „House of Reconnextion-ში“ გაიმართება.
მოკლემეტრაჟიანი ფილმები აღმოსავლეთ უკრაინის ცხოვრებას, სოციალურ და კულტურულ ყოფას, პოლიტიკურ პროცესებსა და სექსუალობას შეეხება.
„სერიის მიზანია უკრაინის სოლიდარობის ქსელის გაფართოება“, – აცხადებენ ორგანიზატორები.
ფილმების ჩვენების განრიგი იხილეთ აქ.