ახალი ამბები

თქვენ გარეშე! – ზელენსკის მიმართვა რუსეთს

12 სექტემბერი, 2022 •
თქვენ გარეშე! – ზელენსკის მიმართვა რუსეთს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთს მიმართა.

გთავაზობთ ნაწყვეტს ამ მიმართვიდან.

„ფიქრობთ, რომ კვლავ ერთი ხალხი ვართ? კვლავ ფიქრობთ, რომ შეგიძლიათ ჩვენი შეშინება, გატეხვა? გვაიძულებთ, რომ დათმობებზე წამოვიდეთ? მართლა არ გესმით? არ გესმით, ვინ ვართ ჩვენ? რისთვის ვიბრძვით, რის გამოა ეს ყოველივე?

გაზის გარეშე თუ თქვენ გარეშე? – პასუხია თქვენ გარეშე. შუქის გარეშე თუ თქვენ გარეშე? – თქვენ გარეშე. წყლის გარეშე თუ თქვენ გარეშე? – თქვენ გარეშე. საჭმლის გარეშე თუ თქვენ გარეშე? – თქვენ გარეშე.

ჩვენთვის სიცივე, შიმშილი, სიბნელე და წყურვილი არ არის ისეთი საშიში და მომაკვდინებელი, როგორც თქვენთან მეგობრობა და ძმობა. მაგრამ ისტორია ყველას და ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენს. და ჩვენ გვექნება გაზიც, სინათლეც, წყალიც და საკვებიც და ეს იქნება თქვენ გარეშე!“, – მიმართა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთს.

მას შემდეგ, რაც უკრაინამ შეძლო და დაიბრუნა ხარკოვის ოლქის დიდი ნაწილი, რუსეთი თავს დაესხა ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას, მათ შორის გადამცემ ხაზებს, სადგურებსა და ქვესადგურებს, რის შედეგადაც ქვეყნის ზოგიერთ ნაწილში ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი