ახალი ამბები

რუსები უკრაინის ენერგოინფრასტრუქტურას ბომბავენ

11 სექტემბერი, 2022 • 643
რუსები უკრაინის ენერგოინფრასტრუქტურას ბომბავენ

რუსეთმა უკრაინაში, სხვადასხვა ოლქში ენერგიის გადამცემი ხაზები, სადგურები და ქვესადგურები დაბომბა.

შედეგად, ხარკოვის, პოლტავისა და სუმის ოლქების მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება.

ელექტროენერგიის არქონის გამო, რიგ დასახლებებში შეწყდა წლის მიწოდებაც.

რუსეთი პერიოდულად ესხმის თავს უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურას.

უკრაინამ ბოლო დღეებში კონტრშეტევის შედეგად, ხარკოვის ოლქის უდიდესი ნაწილი დაიბრუნა.

ომის კვლევის ინსტიტუტის თანახმად, უკრაინამ ბოლო 5 დღეში იმაზე მეტი ტერიტორია დაიკავა, ვიდრე რუსეთმა აპრილის თვის შემდეგ.

მასალების გადაბეჭდვის წესი