ახალი ამბები

კადიროვი პირობას დებს, რომ ხარკოვის ოლქში ტერიტორიებს „დაიბრუნებს“

11 სექტემბერი, 2022 • 1506
კადიროვი პირობას დებს, რომ ხარკოვის ოლქში ტერიტორიებს „დაიბრუნებს“

ჩეჩნეთის მმართველის, რამზან კადიროვის თანახმად, იგი პირობას დებს, რომ ქალაქები, რომლებზეც რუსულმა არმიამ ხარკოვის ოლქში კონტროლი დაკარგა, „უკან დაბრუნდება“.

მისი განცხადებით, რუსეთის მიერ ხარკოვის ოლქში უკან დახევა „სამხედრო სტრატეგიის“ ნაწილია.

„მე, რამზან კადიროვი, ოფიციალურად ვაცხადებ, რომ ყველა ეს ქალაქი უკან დაბრუნდება, ჩვენი ხალხი უკვე იქაა, სპეციალურად გაწვრთნილნი ამ საქმისთვის, კიდევ 10 000 ჯარისკაცი მზადაა გასამგზავრებლად.

უახლოეს მომავალში მივაღწევთ ოდესას და ნახავთ კონკრეტულ შედეგებს“, – განაცხადა კადიროვმა.

ბოლო დღეებში უკრაინულმა მხარემ შეძლო 3 000-ზე მეტი კვადრატული კილომეტრის დაბრუნება, რაც იმაზე მეტია, ვიდრე რუსების მიერ ოკუპირებული ტერიტორია აპრილის თვის შემდეგ.

უკრაინულ მხარეს განსაკუთრებული წარმატება ხარკოვის ოლქში აქვს. შეტევა გრძელდება სხვა მიმართულებებზეც.

მასალების გადაბეჭდვის წესი