ახალი ამბები

ზაპოროჟიეს ატომური სადგური გათიშულია – Energoatom

11 სექტემბერი, 2022 • 705
ზაპოროჟიეს ატომური სადგური გათიშულია – Energoatom

უკრაინის ატომური ენერგიის კომპანიის, Energoatom-ის ცნობით, ზაპოროჟიეს ატომური ელექტრო სადგური ქსელიდან გათიშულია და მას „გასაცივებლად“ ამზადებენ.

ეს ნიშნავს, რომ ატომური სადგური ენერგიას აღარ გამოიმუშავებს.

ბოლო სამი დღის განმავლობაში, სადგური მხოლოდ საკუთარი მოხმარებისთვის საჭირო ენერგიას გამოიმუშავებდა, რადგან ყველა ხაზი, რომელიც სადგურს უკრაინის ცენტრალურ ქსელთან აკავშირებდა, რუსული დაბომბვების გამო დაზიანდა.

სადგური ერთ-ერთი უდიდესია ევროპაში. იგი რუსული ძალების მიერაა ოკუპირებული.

სადგურზე სექტემბრის თვეში მუშაობა დაიწყო საერთაშორისო ატომური სააგენტოს სამუშაო ჯგუფმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი