ახალი ამბები

ალბანეთში ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ქალი მანამდე საქართველოში მოგზაურობდა

7 სექტემბერი, 2022 • 1116
ალბანეთში ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ქალი მანამდე საქართველოში მოგზაურობდა

ალბანეთში ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულთა შორისაა რუსეთის მოქალაქე სვეტლანა ტიმოფეევა, რომელიც საზოგადოებისთვის ცნობილია, როგორც ლანა სატორი.

იგი ცნობილი რუსი ფოტოგრაფია, რომელიც მიტოვებული შენობების, თავშესაფრების, ქარხნებისა და ადგილების გადაღებითაა ცნობილი.

„რადიო თავისუფლებას“ საქართველოში მცხოვრებმა მისმა მეგობარმა პაველ ოგოროდნიკოვმა განუცხადა, რომ მას არ სჯერა, რომ იგი ჯაშუშია.

ტიმოფეევას საქართველოში ყოფნა შეამჩნია რონდელის ფონდის მკვლევარმა, ზურაბ ბატიაშვილმაც.

ლანა სატორს ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე დაკავებამდე აქვეყნებდა ფოტოებს, მათ შორის, თბილისიდან, სვანეთიდან, ჭიათურიდან, ანაკლიიდან, ბათუმიდან და საქართველოს სხვადასხვა ადგილიდან.

სვეტლანა ტიმოფეევას მიერ გადაღებული ფოტოების ნაწილი, რომელიც საქართველოშია გადაღებული

ამჟამად დაკავებული ქალის მეგობრები სოციალურ ქსელებში თანხის მობილიზებას ცდილობენ, რათა დაიქირაონ ადვოკატი მის გასათავისუფლებლად.

რუსეთის ორი და უკრაინის ერთი მოქალაქე ალბანეთში, გრამშის სამხედრო ქარხანაში შეღწევის მცდელობისთვის დააკავეს.

შეღწევისას ისინი თავს დაესხნენ ორ ჯარისკაცს, რომელთაც სახეში წიწაკის სპრეი შეასხეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი