ახალი ამბები

მედიაომბუდსმენი უკანონო მოსმენა-თვალთვალის შემთხვევებზე მედიას დახმარებას სთავაზობს

15 ივლისი, 2022 •
მედიაომბუდსმენი უკანონო მოსმენა-თვალთვალის შემთხვევებზე მედიას დახმარებას სთავაზობს

მედიაომბუდსმენი აცხადებს, რომ უკანონო მოსმენების და თვალთვალის შემთხვევებთან დაკავშირებით მედიის წარმომადგენლებს დახმარებას სთავაზობს.

„მივმართავთ მედიის ყველა წარმომადგენელს – გადაამოწმეთ ინფორმაცია ე.წ. სუსის ფაილებში/კრებსებში. თქვენი და თქვენი ორგანიზაციის შესახებ ჩანაწერების აღმოჩენის შემთხვევაში, მზად ვართ დაგეხმაროთ პირადი და საქმიანი კომუნიკაციის ხელშეუხებლობის დაცვაში“, – აცხადებს მედიაომბუდსმენი.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ, მიმართონ მედიაომბუდსმენს ცხელი ხაზის ნომერზე: 555 795 776

 

2022 წლის 12 ივლისს არასამთავრობო ორგანიზაცია „მედიაომბუდსმენმა“ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში ფარული მოსმენა-მიყურადების საქმეზე ათი ჟურნალისტის საჩივარი წარადგინა.

გირჩევთ ასევე

მასალების გადაბეჭდვის წესი